ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრმა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ათეულობით ტრენინგი გამართა
30.12.2021

უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასაწავლო ცენტრის მიერ 2021 წლის განმავლობაში ათეულობით წამყვან კლინიკაში წარმატებული ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო კურსის შედეგად მათში მონაწილე სამედიცინო პერსონალს მიენიჭათ პროგრამის შესაბამისი უპგ ქულა. კოლეგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დარგის სიახლეები  და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანმა სპეციალისტებმა და კომპანიის  სასწავლო ცენტრის ტრენერებმა:

კახა გზობავა - ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი

ხათუნა ბარბაქაძე - კარდიოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური სამსახურის მენეჯერი

ნონა გოშაძე - BLS ტრენერი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის“ საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი

რუსუდან უშვერიძე - ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი,მარინე ქარუმაშვილი - ახალშობილთა ინტენსიური მოვლის მიმართულების ხელმძღვანელი. მთელი წლის განმავლობაში შესაბამის  პროგრამებს ეცნობოდნენ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები, კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები, კარდიოქირურგები, ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგები,პედიატრები და ბავშვთა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები.

ტრენიგები გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში : კლინიკა ,,ჯერარსი’’,  "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი",  „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი" ,  „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“, „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა'' და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში.  უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის მიერ ტრენინგები ჩატარდა შემდეგ პროგრამებში:

კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“,

 „ჯანმრთელი დროული ახალშობილისა და უხშირესი პათოლოგიების მართვა სამშობიარო სახლში“,

 „თანდაყოლილი და პერინატალური ინფექციების მართვა“.

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS

ეკგ ინტერპრეტაცია

გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS

პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC

რეანიმაციული გუნდი

პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სასწავლო პროგრამების ფარგლებში. ტრენინგები ყოველთვიურად იმართება ასევე  მთელი ქსელის მასშტაბით.

სხვა სიახლეები
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
24
12.2021
ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით,- ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნანა გელაშვილი
"ახლა, როდესაც თეთრ ხალათიანებს „ახალი დროების გმირები“ გვიწოდეს, ხშირად, მეფიქრება, რომ ასეთი მადლიერების ფორმა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით" - ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კოვიდექიმი ნანა გელაშვილი
14
12.2021
მარნეულის სარეაბილიტაციო ცენტრში ათეულობით მოზარდმა მკურნალობის სრული კურსი წარმატებით გაიარა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ათეულობით მოზარდმა გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტები სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შედეგად იღებენ. მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.
03
12.2021
#კოვიდთანმებრძოლები , თეა მესხიძე - "ჯეო ჰოპიტალსის" მცხეთის სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის და პირველი ინტენსიურის, კოვიდ თერაპიული განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი
„პანდემია ნერვების ომია, უთანასწორო ბრძოლა, ჩასაფრებული მარცხით და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით, მაგრამ ამ ბრძოლაში წაგებული შერკინება გაცილებით უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა