,,ჯეო ჰოსპიტალსი“- ს მარნეულის ექიმებმა სოფელ შულავერის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გამართეს
სოფელ შულავერში , 8 აპრილს ,,ჯეოჰოსპიტალსი“-სმარნეულისმრავალპროფილური და სამშობიაროდაამბულატორიულისამედიცინოცენტრების ექიმებისჯგუფმა, მორიგი გასვლითი აქცია ჩაატარა. ,,უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ როგორც მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ისე ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო სერვისები, ადგილზე მობილიზებული იყვნენ ჩვენი გუნდის წამყვანი სპეციალისტები „ განაცხადა , ,,ჯეოჰოსპიტალსი“სმარნეულის სამშობიაროდაამბულატორიულისამედიცინოცენტრის დირექტორმა თორნიკე მირცხულავამ.ერთდღიანი აქციის ფარგლებში 100 ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს გაეწია სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. სოფელ შულავერში გამართული უფასო აქცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით გაიმართა .
,, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით , რაიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში ჩვენი მობილური ჯგუფები პერმანენტულად გადის, რაც მნიშვნელოვნად უადვილებს ამ ადამიანებს აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღებას . გასვლითი აქციები , უკვე ტრადიციად იქცა და გამოცდილება გვიჩვენებს რომ ჩართულობაც უფრო მატულობს“-აღნიშნა ,,ჯეოჰოსპიტალსი“-სმარნეულისმრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კობერიძემ.
სოფელ შულავერში გამართული უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში მოსახლებას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღოთ ნევროლოგის, პედიატრის,ქირურგის, კარდიოლოგის და გინეკოლოგის მომსახურება. ადგილზე საგანგებოდ მოეწყო სპეციალური კაბინეტები სადაც მაღალ ტექნოლოგიური კვლევებისთვის საჭირო ტექნიკა განთავსდა.
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს.
,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.