,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ ჯანდარაში
12.06.2019
მიმდინარე წლის 5 ივნისს ,,ჯეო -ჰოსპიტალს”-ის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ ჯანდარაში.
აქციაში მონაწილეობდა: გინეკოლოგი -ეკა გიგანი, ქირურგი - ნაგი ახმედოვი, ოტორინოლარინგოლოგი - რამიზ მახმუდოვი, ნევროლოგი - გუსეინ ისმაილოვი, ოფთალმოლოგი - გიორგი ჩიკვაიძე, კარდიოლოგი -მალიკ მუსტაფაევი, ექიმის სპეციალისტების გარდა, აქციაში ჩართული იყო ულტრასონოგრაფიის კაბინეტიც, ექოსკოპისტი - ირინა მოდებაძე, სერვის მენეჯერი ირმა ჩუმაშვილი.
აქციაზე მოსული პაციენტიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტებისგან.
სულ -38კონსულტაცია: გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია -3 პაციენტი, ყველა მათგანი დაბარებულია კლინიკაში გამოსაკვლევად. ქირურგის მიერ - 4 პაციენტი, 1 დაბარებულია კლინიკაში, ოტორინოლარინგოლოგის მიერ -2 პაციენტი, მათგან - 1 დაბარებულია კლინიკაში. ნევროლოგის მიერ -8 პაციენტი, მათგან 6 დაბარებულია კლინიკაში. ოფთალმოლოგის მიერ - 4 პაციენტი, მათგან - 1 დაბარებულია კლინიკაში. კარდიოლოგის მიერ - 7 პაციენტი, მათგან -5 დაბარებულია კლინიკაში. ექოსკოპია ჩაუტარდა -13 პაციენტს, მათგან -9 დაბარებულია კლინიკაში.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.