ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
08.08.2019
მიმდინარე წლის 20 ივლისს შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ხონის აამბულატორიული ცენტრის ექიმთა ჯგუფმა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში.
აქციაში მონაწილეობდნენ კარდიოლოგი-ნანა ცირეკიძე.გინეკოლოგი-ციური ჯურხაძე. ქირურგი-ნაზიბროლა გეგია, ოტორინოლარინგოლოგი-თეიმურაზ-ბახტაძე. თერაპევტი-შორენა ანდრიაძე, ოფთალმოლოგი-ნუნუ გოგიშვილი.ექიმ-სპეციალისტების გარდა აქციაში ჩართული იყო ეკგ და ლაბორატორიული კვლევა,რამაც ხელი შეუწყო ადგილზე ზუსტ დიაგნოსტიკას.

აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.

მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურეობის და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომისათვის.

აქციები მიიღებს პერმანენტურ ხასიათს. მომდევნო აქციების ჩატარების დრო დაიგეგმება ადგილობრივ თვითმართველობასთან შეთანხმებით.
სხვა სიახლეები
20
04.2021
იმერეთის რეგიონში "ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება.
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში
20
04.2021
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრი აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურს რეგიონის მასშტაბით
შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურს რეგიონის მასშტაბით.
16
04.2021
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ში თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა
16 აპრილს "ჯეო ჰოსპიტალს"ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა.
14
04.2021
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონისა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის პროგრამა დაიწყო
ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და დროული მართვის მიზნით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალს"ის სამედიცინო ცენტრში 1 აპრილიდან ორგანიზმში რკინის შემცველობის დონის დადგენის მიზნით კვლევები დაიწყო. პროგრამის მიზანია ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და შემთხვევების ეფექტური მართვა, ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების დროულად თავიდან აცილება.
20
04.2021
იმერეთის რეგიონში "ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება.
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა