ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ მაღაროსკარში
21.11.2018

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 9ნოემბერს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. მაღაროსკარში და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ქირურგის ,თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ეხოსკოპისტის და ლაბორანტის შემადგენლობით. მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ დუშეთის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქციის შედეგად სოფ. მაღაროსკარის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული და სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 28ადამიანის გასინჯვა. პაციენტთა უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა2 პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები, რომელთაც დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ, 11პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ექოსკოპიურად გამოვლინდა 5 შემთხვევა,სადაც დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.
სოფ.მაღაროსკარის მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.
სხვა სიახლეები
12
07.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ი მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში მოსახლეობას იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის ზრდის გარდა ჯავშნის გამარტივებულ სერვისსაც სთავაზობს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში „ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 23 სამედიცინო გუნდი. „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.
07
07.2021
მორიგი წარმატებული ოპერაცია სამტრედიის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრში
,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციული ჩარევა წარმატებით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უმძიმესი ტრავმით შემოსულ პაციენტს სასწრაფო ოპერაცია, სამტრედიის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ფუტკარაძემ გაუკეთა, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა მძიმე მოტეხილობის რეკონსტრუქცია-ფიქსაცია.
22
06.2021
ზურაბ ქიტოშვილი: ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს მასშტაბით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზებაში ერთვება“
ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს, პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მაქსიმალურად დროულად მობილიზების საკითხები განიხილეს.
21
06.2021
მცხეთა-მთიანეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელთან თანამშრომლობით ეროვნული სკრინინგის ცენტრი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს სკრინინგის უფასო აქციას.
12
07.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ი მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში მოსახლეობას იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის ზრდის გარდა ჯავშნის გამარტივებულ სერვისსაც სთავაზობს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში „ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 23 სამედიცინო გუნდი. „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა