,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ წეროვანში
14.11.2018
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მცხეთის კლინიკის ექიმებმა მორიგი აქცია ჩაატარეს სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში.
გასინჯვაზე მოვიდა 42 ადამიანი, ჩატარდა 160 კონსულტაცია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.
გამოვლინდა 3 პაციენტი გეგმიურ კორონაროგრაფიაზე და ათეულობით პაციენტი, რომელიც საჭიროებს გაფართოვებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.
მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობისთვის.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.