ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებულების მიღებას იწყებს
11.12.2020
რეგიონული კლინიკების ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ბორჯომში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ერთვება. ამავდროულად, ჰოსპიტალში შენარჩუნდება მოსახლეობისთვის საჭირო ყველა საბაზისო სამედიცინო სერვისი.
ბორჯომის სამედიცინო ცენტრი, სხვა რეგიონული კლინიკების მსგავსად, აღჭურვილია COVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიით და მრავალპროფილური ლაბორატორიით.

ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის განცხადებით, ბორჯომის კლინიკის ჩართვა COVID-19-ის მართვაში რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ ლოკაციაზე ის ერთადერთი მასშტაბური ჰოსპიტალია, რომელიც მრავალფეროვანი სერვისებით არის წარმოდგენილი.

„ჩვენ ჩვენი რესურსით ვერთვებით კოვიდის მართვის პროცესში და რაც მთავარია, ვინარჩუნებთ საბაზისო სამედიცინო სერვისებს. ჩვენს სამედიცინო ცენტრში მოეწყო სივრცეები COVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება-განთავსებისათვის, განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული და რეანიმაციული ერთეულები. გარდა ამისა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკების სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვებიან“, - აღნიშნა მან.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული COVID–19-ზე რეაგირების პროცესში და რეგიონების მასშტაბით დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მეოთხე ეტაპს ახორციელებს.

ამჟამად, COVID-19-ის მართვა დამატებით მობილიზებული საწოლფონდის მეშვეობით სამტრედიის, საგარეჯოს, ჭიათურის, ვანის, მარნეულის და ახლა უკვე ბორჯომის კლინიკებშია შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
11
01.2021
საგარეჯოში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ამოქმედდა
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბაზაზე, საგარეჯოში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში. ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით.
28
12.2020
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.
22
12.2020
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ონლაინ კლინიკა და ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურად დაუცველ კოვიდპაციენტებს მედიკამენტებს გადასცემენ
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ონლაინკლინიკის მეშვეობით ბინაზე მართვადი კოვიდპაციენტები , რომელთაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ , ოჯახის ექიმის რეკომენდაციით გამოწერილ რიგ წამლებს უფასოდ მიიღებენ.
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა