ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდმა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
12.07.2022

,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის გუნდი კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და   სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში დასაქმებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის  გუნდი, როგორც სანდო პარტნიორი აქტიურად თანამშრომლობს    საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა  დაინტერესებულ პირებს    ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი-ს“ ფარგლებში გააცნეს.

,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ხელს ვუწყობთ პროფესიული კუთხით სტუდენტების განვითარებას. ამის შესაძლებლობას მათ  საქართველოს მასშტაბით მოქმედ ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკების ბაზაზე ვაძლევთ.სტუდენტებს საშუალება აქვთ სამედიცინო ცენტრებში დიპლომამდე განათლება   მიიღონ ,ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკის კომპონენტიც , რომ მათ გაიუმჯობესონ და შეივსონ ის თეორიული ცოდნა რომელიც პროფესიული განათლების ფარგლებში მიიღეს“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ნათია ნოღაიდელმა. მისი თქმით , ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ,  როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, კარგად ათვიცნობიერებს შრომის ბაზარზე ინტეგრირების პროცესის მნიშვნელობას და აქტიურად უწყობს ხელს, კერძო ბიზნესის ჩართულობით მოხდეს  პროფესიული განათლების მქონე  კადრების ღირსეული დასაქმება.

პროფესიული განათლების მქონე, სამუშაოს მაძიებლებს დღეს ფორუმზე შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ  პოტენციურ დამსაქმებლებს.

ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წყარო:
https://fortuna.ge/fortuna/post/profesiuli-ganatleba-es-aris-yvelaze-mokle-gza-dasaqmebisken-profesiuli-ganatlebit-dasaqmebis-forumze-85-kompania-1000-adamians-stavazobs-samsakhurs?fbclid=IwAR0liv8mUZmE5b3wPQc1Zw03WgWiY-Yc-AedPHrgNfvmos3cWfqDuiJySEU 

 

სხვა სიახლეები
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
30
07.2022
ჯეო ჰოსპიტალსის განცხადება
აუნაზღაურებელია ის ტკივილი და დიდი დანაკარგი რაც ქვეყანამ განიცადა 8 პროფესიონალის, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პროფესიის ერთგული გმირების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ჯეო ჰოსპიტალსის მთელი გუნდი ქედს იხრის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული კოლეგებისა და მაშველების წინაშე, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მორიგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დავკარგეთ...
24
07.2022
გარდაბანში 200ზე მეტმა ადგილობრივმა სხვადასხვა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაიტარა
გარდაბანში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ჩართულობით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
18
07.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური უფასო აქციები დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინიციატივით , მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გასვლითი აქციები დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში შემავალ სხვადასხვა სოფლებში შეეძლებათ. პირველი უფასო აქცია სოფელ დიდი ჯიხაიშში 15 ივლისს ოფთალმოლოგ ნიკოლოზ ჩუბინიძის ჩართულობით გაიმართა.
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა