ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას იწყებს
10.12.2020
დღეიდან, „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი მარნეულში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ერთვება.

მარნეულის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ჩOVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიით და მრავალპროფილური ლაბორატორიით. კლინიკა ასევე უზრუნველყოფილია ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნით.

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 10 დეკემბრიდან ჰიბრიდული კლინიკის სტატუსით განაგრძობს ფუნქციონირებას, რაც პარალელურ რეჟიმში ითვალისწინებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას მათთვის საჭირო ყველა ბაზისურ სერვისზე. „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, ეპიდსიტუაციისა და არსებული შეზღუდვების ფონზე, როგორც ,,ჯეო ჰოსპიტალსისთვის“, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ყველა საჭირო საბაზისო სერვისზე ხელმისაწვდომობა რჩება.

მისივე ინფორმაციით, მომზადების ეტაპზე კლინიკის რეკონსქტრუქცია განხორციელდა ინფექციების (მათ შორის, ჩOVID–19-ის) კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით: მოეწყო სივრცეები ჩOVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება-განთავსებისათვის, განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული და რეანიმაციული ერთეულები. საწოლფონდის მობილიზებასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკების სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვებიან.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ თავისი რესურსით აქტიურიად არის ჩართული ჩOVID-19-ის მართვის პროცესში. დაპირებისამებრ, დასახული გეგმით მივდივართ და რეგიონებში ეტაპობრივად უზრუნველვყოფთ საწოლფონდის ზრდას. ასევე, აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული ჩOVID–19-ზე რეაგირების პროცესში და რეგიონის მასშტაბით დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მესამე ეტაპს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კვირის ბოლომდე დაგეგმილია, ჩOVID-19-ის მართვაში ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ჩართვაც. ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირებულთა ადგილზე მართვა დამატებით მობილიზებული საწოლფონდის მეშვეობით სამტრედიის, ვანის, საგარეჯოს, ჭიათურისა და მარნეულის კლინიკებშია შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
11
01.2021
საგარეჯოში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ამოქმედდა
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბაზაზე, საგარეჯოში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში. ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით.
28
12.2020
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.
22
12.2020
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ონლაინ კლინიკა და ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურად დაუცველ კოვიდპაციენტებს მედიკამენტებს გადასცემენ
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ონლაინკლინიკის მეშვეობით ბინაზე მართვადი კოვიდპაციენტები , რომელთაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ , ოჯახის ექიმის რეკომენდაციით გამოწერილ რიგ წამლებს უფასოდ მიიღებენ.
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა