ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ორგანიზებით რეგიონალური კონფერენცია „გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვა - თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა
25.09.2020

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ღონისძიებებს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე 25 სექტემბერს ,ქუთაისში ,,ჯეო ჰოსპიტალსის,, კლინიკებში დასაქმებული ექიმებისთვის რეგიონული კონფერენცია - „გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვა - თანამედროვე მიდგომები“გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რამოდენიმე ათეული ექიმი გადამზადდა. კონფერენცია აკრედიტებული იყო საქართველოს დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და კონფერენციის თითოეულ მონაწილეს მიენიჭა 6 უსგ კრედიტ-ქულა.

,,მედიცინა პროფესიაა, რომელიც მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, 21-ე საუკუნეში, როცა ბიოსამედიცინო მიმართულებები ყოველდღიურ რეჟიმში ვითარდება, ექიმებისათვის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის მიცემა, პროფესიონალიზმის, დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების, გამომუშავება „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამიტომ ქსელი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ღონისძიებებს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა ბზობავამ. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ქუთაისში ჩატარებული რეგიონული კონფერენცია, რომელიც უსაფრთხოებისა და საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა.

კოლეგების წინაშე მედიცინის სფეროში თანამედროვე მიდგომებისა და სიახლეების შესახებ მოხსენებებით წარდგნენ: მამუკა ქობალავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური განათლების ტრანსთორაკალური ექოსკოპიის სამუშაო ჯგუფის; (Eშჩ) ხელმძღვანელი ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და ევროპის კარდიოვასკულური - გამომსახველობითი საზოგადოების წევრი ისრაელი საქართველოს სამეცნიერო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თენგიზ წულაძე კლინიკა „ “ კურაციოს კლინიკური დირექტორი ევროპის ნევროლოგთა ფედერაციის წევრი . გიორგი ჩხოლარია კარდიოლოგი არითმოლოგი ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ეკა რუხაძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
სხვა სიახლეები
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
28
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის რეგიონულ ქსელში პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში პფაიზერით ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჩაერთო. კლინიკებში დამატებით გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების აცრა.
26
07.2021
მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ში პფაიზერის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას პფაიზერის (Pfizer-BioNTech -პფაიზერ ბიონტექი) ვაქცინით აცრის საშუალებას აძლევს. პირველ ეტაპზე პფაიზერის ვაქცინაციისთვის სრულ მზადყოფნაშია მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 26 ივლისიდან დამატებით ახალი იმუნიზაციის კაბინეტი ამოქმედდა. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის კომპანია პფაიზერით ვაქცინაციის კაბინეტებს ეტაპობრივად სხვა რეგიონებშიც დაამატებს.
23
07.2021
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით კლინიკური კონფერენცია გაიმართა
22ივლისს, ნატახტარში ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის კლინიკებში დასაქმებული ექიმებისთვის კლინიკური კონფერენცია - „გულსისხლძარღვთა დაავადებების გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, თანამედროვე მიდგომები“გაიმართა.
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა