ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური უფასო აქციები დაიწყო
18.07.2022

,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინიციატივით , მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გასვლითი აქციები  დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.  სხვადასხვა  უფასო სამედიცინო სერვისების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში შემავალ სხვადასხვა სოფლებში შეეძლებათ. პირველი უფასო აქცია სოფელ დიდი ჯიხაიშში 15 ივლისს  ოფთალმოლოგ ნიკოლოზ ჩუბინიძის ჩართულობით გაიმართა.

 ,,მასშტაბური უფასო სამედიცინო აქციების სერია დავიწყეთ,   ყველაზე მოთხოვნადი სერვისით ვეწვიეთ დიდი ჯიხაიშის  ადგილობრივ მოსახლეობას.აქციის ფარგლებში , 80 ზე მეტ ადამიანს გაეწია   ოფთალმოლოგიური კონსულტაცია, რიგ შემთხვევაში  გამოვლინდა საოპერაციო  პაციენტებიც, რის უზრუნველყოფასაც უკვე სამედიცინო კლინიკის ფარგლებში ვუზრუნველყოფთ“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი ლაღიძემ. მისივე თქმით უფასო სამედიცინო აქციას სისტემატური ხასიათი ექნება და სხვადასხვა სოფლებში თვეში ორჯერ ჩატარდება. სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული  დირექტორის ლელა ხურციძის განმარტებით, მოსახლეობის ჩართულობა და აქტივობა ძალიან მაღალი იყო , რაც სოფლებში მსგავსი გასვლითი აქციების მოთხოვნაზე  მიუთითებს,, მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი , ჩვენი მხრიდან წამყვანი სპეციალისტების ჯგუფი უკვე მობილიზებულია სხვადასხვა პროფილის და სამედიცინო მომსახურების საჭიროებების ადგილზე გაწევის მიზნით.“-აღნიშნა ხურციძემ.კლინიკის დირექტორის განმარტებით , ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ მოსახლეობას ბენეფიტის სახით , სამტრედიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე აგვისტოდან ,,ღია კარის დღის“ აქციას შესთავაზებს , რომლის ფარგლებშიც   სხვადასხვა  ექიმ- სპეციალისტების უფასო კონსულტაციებსა და ყველა საჭირო კვლევაზე 20 % ფასდაკლებას შესთავაზებს .,, ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ,,ღია კარის დღე „ აგვისტოდან ,თვეში ორჯერ მოეწყობა.

 ,,თვის ყოველ მეორე და მეოთხე პარასკევს მოსახლეობას შევთავაზებთ  ექიმ სპეციალისტების უფასო კონსულტაციას, ხოლო სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებასა და  მათ შორის  ძვირადღირებულ მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებზე , როგორიცაა რენტგენი, კარდიოგრამა, კტ, ენდოსკოპია, ექოსკოპია 20 % ფასდაკლება გავრცელდება, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს შეღავათიან ფასში მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“ -აღნიშნა ირაკლი ლაღიძემ.
სხვა სიახლეები
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
30
07.2022
ჯეო ჰოსპიტალსის განცხადება
აუნაზღაურებელია ის ტკივილი და დიდი დანაკარგი რაც ქვეყანამ განიცადა 8 პროფესიონალის, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პროფესიის ერთგული გმირების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ჯეო ჰოსპიტალსის მთელი გუნდი ქედს იხრის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული კოლეგებისა და მაშველების წინაშე, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მორიგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დავკარგეთ...
24
07.2022
გარდაბანში 200ზე მეტმა ადგილობრივმა სხვადასხვა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაიტარა
გარდაბანში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ჩართულობით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
12
07.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდმა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის გუნდი კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში დასაქმებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის გუნდი, როგორც სანდო პარტნიორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი-ს“ ფარგლებში გააცნეს.
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა