ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს წამყვანმა და თბილისიდან მოწვეულმა კვალიფიციურმა ექიმებმა წირქვალში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს
17.07.2020
16 ივლისს ჭიათურის ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფი, სოფელ წირქვალის საექიმო ამბულატორიას თბილისიდან მოწვეული ექიმების ჯგუფთან ერთად გასვლითი აქციის ფარგლებში ეწვივნენ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევები ჩაატარეს. უფასო აქციაში ჩართვის საშუალება წირქვალის ადმინისტარციული ერთეულისა და მასში შემავალი რამდენიმე სოფლის (მღვიმევი,ხალიფაური,ჭალოვანი,ხვაშითი,კვახაჯელეთი) ბენეფიციარებსაც მიეცათ.

მოსახლეობას კონსულტაციები და სხვადასხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს და ალადაშვილის კლინიკის მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა ჩაუტარეს.
მათ მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება,მათ შორის: ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, ტრავმატოლოგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის,ანგიოქირურგის კონსულტაციები და კვლევები. ექიმ-სპეციალისტების მომსახურების გარდა, აქციის ფარგლებში გამოვლენილი პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკის მიზნით, პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდათ ელექტრო კარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევებიც.

გასვლით აქციაში მონაწილეობდნენ: რევმატოლოგი-მოწვეული სპეციალისტი(ალადაშვილის კლინიკა) ენდოკრინოლოგი-მოწვეული სპეციალისტი(ალადაშვილის კლინიკა) ანგიოქირურგი--მოწვეული სპეციალისტი , ოფთალმოლოგი - ნანა ხვედელიძე ქირურგი - გიორგი ნოზაძე, ტრავმატოლოგი - ბონდო მოდებაძე,ოტორინოლარინგოლოგი - ივლიანე ეზიაშვილი, გინეკოლოგი -ანდრო ფიფია, ოჯახის ექიმი - ლელა ბუთხუზი, ექოსკოპისტი - მიხეილ ტყემალაძე, ეკგ - ექთანი მანანა აბდუშელიშვილი.



სხვა სიახლეები
18
10.2020
იორმუღანლოს მოსახლეობისთვის ,,ჯეო ჰოსპტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
17 ოქტომბერს , საგარაჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
08
10.2020
,, ჯეო ჰოსპიტალსი“ ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ პარტნიორი
,, ჯეო ჰოსპიტალსის „ რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიაში “ვარდისფერი ოქტომბერი”, რომლის ფარგლებშიც ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგს ახორციელებს
06
10.2020
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონულ ქსელში უფასო დისტანციური კონსულტაციები ხორციელდება
კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის ფონზე, ინფიცირების რისკების პრევენციის მიზნით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული ქსელის ამბულატორიულ დაწესებულებებში უფასო დისტანციური სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია, რაც ოჯახის ექიმისა და ექიმი-სპეციალისტების უფასო სამედიცინო კონსულტაციებს მოიცავს.
01
10.2020
უფასო სკრინინგის აქცია ჭიათურაში
1 ოქტომბერს -,,ჯეო ჰოსპიტალსის“ და სკრინინგის ეროვნული ცენტრის ერთობლივი აქციის ფარგლებში მოსახლეობისთვის ძუძუს უფასო სკრინინგი ჩატარდა.
18
10.2020
იორმუღანლოს მოსახლეობისთვის ,,ჯეო ჰოსპტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
17 ოქტომბერს , საგარაჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა