ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ზესტაფონის ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის და სკრინინგის ეროვნული ცენტრის ერთობლივი აქცია
16.07.2020

ზესტაფონის ,,ჯეოჰოსპიტალსის“ ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით ძუძუს უფასო გამოკვლევებს ატარებენ. მთელი კვირის განმავლობაში მოსახლეობას ასევე საშუალება ექნება დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში "ჯეო ჰოსპიტალსის", ზესტაფონის ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს უფასო გამოკვლევები და სკრინინგი ჩაიტაროს.

ქსელის მასშტაბით ჩვენი ბენეფიციარები მსგავსი უფასო სერვისით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც სარგებლობენ, რადგან ჯეოჰოსპიტალსი კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.

,,ჯეო-ჰოსპიტალსი“ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, აქტიურად უჭერს მხარს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი გავრცელების შეზღუდვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყებაა. ასევე ჩართულია ეროვნული სკრინინგცენტრის საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და ამ პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.


,,ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს, სამწუხაროდ მეორე ადგილზეა საშვილოსნოს ყელის კიბო, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ადრეულ სტადიებში დაწყებული მკურნალობა სრული განკურნების საშუალებას იძლევა“–განაცხადა ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ებანოიძემ.
 ცნობისთვის სახელმწიფო პროგრამით უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება: ცნობისთვის სახელმწიფო პროგრამით უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება:

ძუძუს უფასო სკრინინგი 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის პაციენტებს უტარდებათ
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი განკუთვნილია 25–დან 60 წლამდე და
მსხვილი ნაწლავის სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკის(ქალბატონები და მამაკაცები))ბენეფიციარებისთვის. 

"ჯეოჰოსპიტალსის" ქსელის მასშტაბით მოსახლეობა მსგავსი უფასო სერვისით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც სარგებლობს, რადგან ჯეოჰოსპიტალსი კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.


ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით ძუძუს უფასო კვლევა, მამოგრაფიულ გამოკვლევას და მამოლოგის მომსახურებას მოიცავს.,,ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის უპირველესი ბენეფიტია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურა, რომელსაც შეუძლია სულ მცირე, მინიმალური დაზიანების აღმოჩენა. ამ კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტია ,რადიოლოგიური გამოსახულების ორმაგი, ბრმა კითხვა,როცა პასუხს განიხილავს ორი რადიოლოგი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგთა ჯგუფი.“ -  განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ,მისივე თქმით მნიშვნელოვანია როცა კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული სკრინინგის კამპანიაში, რაც ადამიანებში არსებული სტიგმის ნგრევას და სკრინინგის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

სხვა სიახლეები
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
28
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის რეგიონულ ქსელში პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში პფაიზერით ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჩაერთო. კლინიკებში დამატებით გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების აცრა.
26
07.2021
მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ში პფაიზერის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას პფაიზერის (Pfizer-BioNTech -პფაიზერ ბიონტექი) ვაქცინით აცრის საშუალებას აძლევს. პირველ ეტაპზე პფაიზერის ვაქცინაციისთვის სრულ მზადყოფნაშია მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 26 ივლისიდან დამატებით ახალი იმუნიზაციის კაბინეტი ამოქმედდა. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის კომპანია პფაიზერით ვაქცინაციის კაბინეტებს ეტაპობრივად სხვა რეგიონებშიც დაამატებს.
23
07.2021
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით კლინიკური კონფერენცია გაიმართა
22ივლისს, ნატახტარში ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის კლინიკებში დასაქმებული ექიმებისთვის კლინიკური კონფერენცია - „გულსისხლძარღვთა დაავადებების გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, თანამედროვე მიდგომები“გაიმართა.
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა