ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
„ჯეო ჰოსპიტალსი“ საწოლფონდის მობილიზებას ბორჯომსა და მარნეულში გეგმავს
08.12.2020
არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების მზაობასა და მართვის სტრეტიგიულ გეგმებზე ისაუბრეს კერძო კლინიკის ხელმძღვანელებმა ,პრემიერის ინიციატივით გამართულ მორიგ შეხვედრაზე. თავის მხრივ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, კომპანიის მხრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც, რეალიზებულ ისე მიმდინარე და უახლოეს მომავალში გასახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა,რაც თერაპიული და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზების მორიგ ეტაპს ითვალისწინებს.

„ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს. მოხდა ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების კონსოლიდირებული შედეგების ანალიზი, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი. თავისმხრივ, კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას. „ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში , მესამე ეტაპზე ვამატებთ ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში შევდივართ. მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.მისი თქმით სიტუაციის სტაბილურობის ფაზაში შესვლას, გარკვეულწილად კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებულმა ქმედებებმა შეუწყო ხელი.

,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული ქსელი ეტაპობრივად ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებში დამატებით საწოლფონდის მობილიზებას. ამ ეტაპზე , კივიდინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებული დამატებითი საწოლფონდები საგარეჯოს , სამტრედიის, ჭიათურისა და ვანის სამედიცინო ცენტრებშია მობილიზებული. პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
11
01.2021
საგარეჯოში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ამოქმედდა
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბაზაზე, საგარეჯოში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში. ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით.
28
12.2020
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.
22
12.2020
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ონლაინ კლინიკა და ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურად დაუცველ კოვიდპაციენტებს მედიკამენტებს გადასცემენ
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ონლაინკლინიკის მეშვეობით ბინაზე მართვადი კოვიდპაციენტები , რომელთაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ , ოჯახის ექიმის რეკომენდაციით გამოწერილ რიგ წამლებს უფასოდ მიიღებენ.
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა