ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
06.10.2021

,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.  

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში "ჯეო ჰოსპიტალს"-ის  რეგიონალურ სამედიცინო ცენტრებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული კვლევები ათასობით მსურველისთვის უფასოდ განხორციელდება.

ერთობლივი საქველმოქმედო აქცია  ბიზნეს-ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან" პარტნიორობით და კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. 8-31 ოქტომბრის პერიოდში საქართველოს 10 რეგიონში მოსახლეობას შეუძლია მიიღოს შემდეგი სამედიცინო სერვისები და უფასო კვლევები:

მკერდის ულტრაბგერით გამოკვლევა;  
მამოლოგის კონსულტაცია;  
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევა;  
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 

პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ცხელი ხაზის მეშვეობით: 2 500 001

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრებში, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს აღნიშნული კვლევების ჩატარება შეეძლებათ: ბორჯომში, გარდაბანში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

 

 

   

 

სხვა სიახლეები
25
01.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელი დეა ცაბუტაშვილი სტუმრად „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში
ექიმი დეა ცაბუტაშვილი პოსტკოვიდ სიმპტომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ძირითადად პაციენტებს კოვიდის გადატანის შემდეგ რჩებათ ხველა, სახსრების ტკივილი, ფსიქიური ჯანმრთელობის და ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
21
01.2022
,, ჯეო ჰოსპიტალს”-ის მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ყველაზე აქტუალურ თემებზე რადიო ,,მარნეულის" გადაცემაში ,,მნიშვნელოვანი დეტალი" ისაუბრა.
კორონა ვირუსის ახალ შტამზე, მის მართვაზე და მკურნალობის დეტალებზე ისაუბრა რეანემატოლოგმა ტატა შენგელაიამ, რომლის თქმითაც კორონა ვისუსის ახალი შტამის გავრცელების სისწრაფე ისეთი მაღალია, რომ ერთ კვირაში მლიანად ჩაანაცვლებს ,,დელტას“. მისივე თქმით ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს აცრილი, რადგან ხშირ შემთხვევაში ასეთი პაციენტების მართვა სახლის პირობებშია შესაძლებელი.
20
01.2022
ერთი ლაბორანტის ამბავი - თამარ მამარდაშვილი
თამარ მამარდაშვილი ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უმცროსი ექიმი ,,პანდემიამ მასწავლა და დამაფიქრა უფრო მეტად სიცოცხლის მოფრთხილებაზე“.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
25
01.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელი დეა ცაბუტაშვილი სტუმრად „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში
ექიმი დეა ცაბუტაშვილი პოსტკოვიდ სიმპტომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ძირითადად პაციენტებს კოვიდის გადატანის შემდეგ რჩებათ ხველა, სახსრების ტკივილი, ფსიქიური ჯანმრთელობის და ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა