ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სკრინინგის პროგრამის უფასო გამოკვლევები ჩატარდა
05.04.2022

2022 წლის 4 აპრილს  "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში  უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში , 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებმა კვლევები , ადგილზე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო  აპარატურით  ჩაიტარეს. აქცია ყოველწლიურად ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად ხორციელდება, რაც ძუძუს  კიბოს სკრინინგს ითვალისწინებს. უფასო სამედიცინო მომსახურება მოიცავს   მამოგრაფიულ გამოკვლევას და მამოლოგის მიერ გასინჯვას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას, ბიოფსიასა და ციტოლოგიურ კვლევას; ,,"დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის" სახელმწიფო პროგრამის, კიბოს სკრინინგის კომპონენტით განსაზღვრული ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში მიმდინარე აქციებში , ჯეო ჰოსპიტალსი წლებია აქტიურად არის ჩართული. სტატისტიკის თანახმად მოსახლეობის მხრიდან ყოველწლიურად იზრდება  აქტივობა, რაც ცნობიერების ამაღლების ხარისხზეც მიუთითებს“- განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ , მისი თქმით ასეთი ჩართულობა, ორივე კომპანიის ძალისხმევის შედეგია, რაც მაღალტექნოლოგიური,  ძვირადღირებული სამედიცინო კვლევების ხელმისაწვდომობას ზრდის და კიბოს დროული პროგნოზირების პრევენციის საშუალებას იძლევა.

მიმდინარე აქციის ფარგლებში უფასო სკრინინგის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ჰქონდა გარდაბნისა და ბორჯომის სამედიცინო ცენტრებში.     ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი მთელი თვის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.  

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.