ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჯეო ჰოსპიტალსის განცხადება
30.07.2022
აუნაზღაურებელია ის ტკივილი და დიდი დანაკარგი რაც ქვეყანამ განიცადა 8 პროფესიონალის, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პროფესიის ერთგული გმირების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ჯეო ჰოსპიტალსის მთელი გუნდი ქედს იხრის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული კოლეგებისა და მაშველების წინაშე, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მორიგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დავკარგეთ...


29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

სხვა სიახლეები
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
24
07.2022
გარდაბანში 200ზე მეტმა ადგილობრივმა სხვადასხვა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაიტარა
გარდაბანში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ჩართულობით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
18
07.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური უფასო აქციები დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინიციატივით , მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გასვლითი აქციები დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში შემავალ სხვადასხვა სოფლებში შეეძლებათ. პირველი უფასო აქცია სოფელ დიდი ჯიხაიშში 15 ივლისს ოფთალმოლოგ ნიკოლოზ ჩუბინიძის ჩართულობით გაიმართა.
12
07.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდმა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის გუნდი კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში დასაქმებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის გუნდი, როგორც სანდო პარტნიორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი-ს“ ფარგლებში გააცნეს.
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა