ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
19.05.2020
,,ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ,,დიაბეტის მართვა“ ჩაერთო.

პროგრამის მიზანია, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება და შესაძლო გართულებების პრევენცია. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებისათვის შესაბამისი სერვისები უკვე სხვადასხვა რეგიონშია ხელმისაწვდომი.

,,დიაბეტის მართვის“ კომპონენტში ჩართულია მარნეულის ამბულატორიული და სამშობიარო ცენტრი, სამტრედიის, ზესტაფონის ამბულატორიული და გურჯაანისა და ვანის სამედიცინო ცენტრები.

პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ინსულინს, იმყოფებიან ტაბლეტო-თერაპიის რეჟიმზე და ასევ უშაქრო დიაბეტით არიან დაავადებულნი.

პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ფარგლებში დიაბეტის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება: ენდოკრინოლოგის სამჯერადი კონსულტაცია, ასევე, მისი დანიშნულების საფუძველზე, სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებია მიიღოთ შემდეგი სპეციალისტების კონსულტაციები: ნევროპათოლოგი
, კარდიოლოგის
ოფთალმოლოგი
, ანგიოლოგი, ენდოკრინოლოგი.



ასევე, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები
 გლუკოზის განსაზღვრა სისხლში
, გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა,
 კრეატინინის განსაზღვრა სისხლში
, მიკროალბუმინურიის კვლევა
, სისხლის საერთო ანალიზი
, შარდის საერთო ანალიზი
, C-პეპტიდი
, ჰომა - 2-ის ინდექსი
 ე.კ.გ.
სხვა სიახლეები
19
06.2020
მარნეულის ,,ჯეო-ჰოსპიტალს”-ში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოფთალმო-ქირურგიული სერვისი ამოქმედდა.
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში დღეიდან პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩაიტარონ.
18
06.2020
,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს უსაფრთხო გარემო
,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს რეგიონული კლინიკები მთელი საქართველოს მასშტაბით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მუშაობს.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.