ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
14.01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის
დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი
დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო
ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების
ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას
უკავშირდება.
.,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მარნეულის სამშობიარო და
ამბულატორიული ცენტრის დირექტორად კი თორნიკე მირცხულავა
დაინიშნა. რომელიც, კომპანიაში საოპერაციო სამსახურის უფროსის
პოზიციასაც შეინარჩუნებს.,,პასუხისმგებლობა, ნდობის გამართლება და
რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების ხელისაწვდომობა
კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, პანდემიის მიუხედავად ქსელი მუდმივი
განვითარებისა და განახლების პროცესშია“-აღნიშნა კახა გზობავამ, რომელმაც
კოლეგებს და გუნდს წარმატებები უსურვა.
თორნიკე მირცხულავა და ნინო კობერიძე , ჯეოს გუნდის წევრები 2012 წლიდან
არიან , რომლებიც წლების განმავლობაში სხვადსახვა მენეჯერულ პოზიციებს
იკავებდნენ.მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრს ნინო
კობერიძე 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის პერიოდს
უკავშირდება ახალი სერვისების ამოქმედება და განვითარება, ასევე
რეგიონში ერთადერთი თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაც.
ნინო კობერიძე ახალ პოზიციასთან ერთად , კვლავ შეინარჩუნებს
ქსელის მასშტაბით კლიენტთა მომსახურებისა და ასისტანსის სამსახურის
ხელმძღვანელის თანამდებობას.
სხვა სიახლეები
30
12.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრმა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ათეულობით ტრენინგი გამართა
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასაწავლო ცენტრის მიერ 2021 წლის განმავლობაში ათეულობით წამყვან კლინიკაში წარმატებული ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო კურსის შედეგად მათში მონაწილე სამედიცინო პერსონალს მიენიჭათ პროგრამის შესაბამისი უპგ ქულა. კოლეგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დარგის სიახლეები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანმა სპეციალისტებმა და კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა:
24
12.2021
ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით,- ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნანა გელაშვილი
"ახლა, როდესაც თეთრ ხალათიანებს „ახალი დროების გმირები“ გვიწოდეს, ხშირად, მეფიქრება, რომ ასეთი მადლიერების ფორმა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით" - ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კოვიდექიმი ნანა გელაშვილი
14
12.2021
მარნეულის სარეაბილიტაციო ცენტრში ათეულობით მოზარდმა მკურნალობის სრული კურსი წარმატებით გაიარა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ათეულობით მოზარდმა გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტები სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შედეგად იღებენ. მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.
03
12.2021
#კოვიდთანმებრძოლები , თეა მესხიძე - "ჯეო ჰოპიტალსის" მცხეთის სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის და პირველი ინტენსიურის, კოვიდ თერაპიული განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი
„პანდემია ნერვების ომია, უთანასწორო ბრძოლა, ჩასაფრებული მარცხით და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით, მაგრამ ამ ბრძოლაში წაგებული შერკინება გაცილებით უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა