ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
19.11.2021

"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება  ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.

 ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის უფროსის  ნონა გოშაძის ხელმძღვანელობით მსგავსი საინფორმაციო კამპანიები და ტრენინგები აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მისივე  განცხადებით, შესამჩნევია პროცესის გააქტიურებაც.

„მოსვლისთანავე ვფიქრობდი აცრაზე. სურვილი მქონდა, რომ მეტად დაცული ვყოფილიყავი, მაგრამ „ანტივაქსერებისგან“ რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა თავის შეკავებისკენ მიბიძგებდა. ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა და დღევანდელი ტრენინგიდან ბევრი რამ გავითვალისწინე. “ - აღნიშნა    ექთანმა  ია ყანჩაშვილმა, რომელიც  ჩატარებული ტრენინგის შემდეგ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, კოლეგებთან ერთად  აიცრა. ,,ჩვენი ქსელის გადამზადებული საექთნო ბრიგადები  მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის პროცეს, პარალელურად ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ჩართულია  საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებსა და ტრენინგებში. მსგავსი აქტივობების შედეგად რეგიონში  აცრილთა რიცხვი მატულობს „-აღნიშნა   ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა  ნონა გოშაძემ. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები   ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით   ახდენენ. საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო სესიები  და ტრენინგები 4000-ზე მეტ ექთს ჩაუტარდება .  

 

 

 

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.