ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მადლობის წერილი მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს
20.11.2018
ოთხი ოპერაცია ოჯახის სხვადასხვა წევრზე წარმატებით დამთავრდა. ამჟამად მერვე თვეა მიწევს მამა. მას ექიმების დახმარება სჭირდება. იგი პალიატიური ავადმყოფია. როცა ბინაზე ვართ, ექიმთან კონსულტაციაზე და ანალიზების კონტროლზე მუმდივი კავშირი გვაქვს ჯეო ჰოსპიტალსთან. 

გაოცებული ვარ მათი ყურადღებით, თბილი მიღებით, რაც ყველა თანამშრომლისგან იგრძნობა. საორდინატოროდან დაწყებული, დაცვის სამსახური, ყველანი კომფორტს გვიქმნიან. პირადად მქონდა შეხება ქირურგიულ განყოფილებასთან, მეორე და მესამე ინტენსიურ განყოფილებასთან, ყველას დიდ მადლობას ვუხდი მთელი გულით მაღალპროფესიული მომსახურებისთვის. 

მიზეზი, რომელმაც ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა არის მეორე ინტენსიური განყოფილების მიმართ მადლიერება, სადაც მამას ხანგრძლივად მკურნალობენ. 

განყოფილების გამგე ბატონი გაბრიელ წიკლაური და მისი გუნდი, ექიმები და ექთნები, საოცრებაა იმის ნახვა, რასაც ისინი აკეთებენ. ვინმეს რომ ეთქვა, ალბათ, არ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ ვხედავდე ამ ყველაფერს. როგორ უვლიან პაციენტებს, თბილი მიმართვები, ურთიერთობები. გაწერილი პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ სიცოცხლე აჩუქეს. ასეთ ხალხს პირადად ვიცნობ, ხალხი სასწრაფოს გამოძახებისას მოითხოვს ჯეო ჰოსპიტალში გადაყვანას. მეც ასე მოვითხოვე მამაზე პირველად და ძალიან კმაყოფილი ვარ. 

ბატონი გაბრიელ წიკლაური, ვისი მადლიერიც არის ამდენი ხალხი, მათ შორის მეც, არის უფლისგან დაჯილდოვებული. გარდა პროფესიული ცოდნისა მისი კეთილი გული, ურთიერთობა ავადმყოფებთან, მის პატრონებთან. საოცარი ადამიანი, რომელიც ასე უყვართ თანამშრომლებს. ღმერთმა დალოცოს მისი კეთილი გული, მისი ხელები, რომ ბევრი ადამიანის დახმარება შეძლოს და კიდევ ბევრი მადლიერი ადამიანი გავიდეს ამ საავამდყოფოდან, ამით ჯეო ჰოსპიტალსის პრესტიჟი და სახელი უფრო იზრდება. 

ძალიან გულწრფელია ჩემი მადლობა, ვფიქრობდი, როგორ გამომეხატა ის და თხოვნა მაქვს თქვენთან როგორც ზემდგომთან, რომ მადლობა გამოუცხადოთ ბატონ გაბრიელ წიკლაურს და მის გუნდს, რომლებიც თავს არ ზოგავენ, რომ პაციენტი ჯანმრთელი და კმაყოფილი იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას გულთან მიიტანთ და მადლობის წერილით ისინი გაიხარებენ. წინასწარ დიდი მადლობა. 

პატივისცემით, 
ჯეო ჰოსპიტალსის პაციენტი ნოდარ ომარაშვილის შვილი ლალი ომარაშვილი.








სხვა სიახლეები
20
04.2021
იმერეთის რეგიონში "ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება.
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში
20
04.2021
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრი აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურს რეგიონის მასშტაბით
შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურს რეგიონის მასშტაბით.
16
04.2021
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ში თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა
16 აპრილს "ჯეო ჰოსპიტალს"ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა.
14
04.2021
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონისა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის პროგრამა დაიწყო
ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და დროული მართვის მიზნით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალს"ის სამედიცინო ცენტრში 1 აპრილიდან ორგანიზმში რკინის შემცველობის დონის დადგენის მიზნით კვლევები დაიწყო. პროგრამის მიზანია ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და შემთხვევების ეფექტური მართვა, ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების დროულად თავიდან აცილება.
20
04.2021
იმერეთის რეგიონში "ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება.
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა