ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს-ის" ამბულატორიაში ძუძუს უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდა
16.06.2021
14 და 15 ივნისს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის ბაზაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მობილურმა ჯგუფმა ადგილზე ჩამოყვანილი მამომობილით (მანქანა რომელიც აღჭურვილია კვლევისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით), ძუძუს უფასო კვლევები ჩაატარეს. ძუძუს უფასო გამოკვლევებით ისარგებლეს 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებმა.მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიული გამოკვლევებიც მიეღოთ. ორი დღის განმავლობაში ასობით ადგილობრივმა შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოდ მიეღოთ ძვირადღირებული კვლევები და სამედიცინო სერვისები.მათ შორის ექიმ მამოლოგის მომსახურება და ექოსკოპიურ კვლევა. აქცია ასევე ითვალისწინებდა, ბიოფსიასა და ციტოლოგიურ კვლევებს;

"ჯეო ჰოსპიტალს"-ის ჩართულობით კი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევების და პაპტესტის ჩატარება, რომელიც 25-დან 60 წლის ჩათვლით უფასოა. მარნეულში მიმდინარე აქციის მინდინარეობას ადგილზე აკვირდებოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი და მარნეულის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.

"ჯეოჰოსპიტალსი„, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წლებია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს და ზრდის მსგავსი მნიშვნელოვანი კვლევევბის ხელმისაწვდომობას რეგიონში.
სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.