ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულის ,,ჯეო-ჰოსპიტალს”-ში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოფთალმო-ქირურგიული სერვისი ამოქმედდა.
19.06.2020

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში დღეიდან პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩაიტარონ.

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის“ მარნეულის სამედიცინო ცენტრში ოფთალმოქირურგიული სერვისის განვითარება კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შესაძლებლობას.
მარნეულის ამბულატორიულ ცენტრში პაციენტებს, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ,,ნიუ-ჰოსპიტალს”-ის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ქირურგები მოემსახურებიან.

"ჯეო-ჰოსპიტალსის" მარნეულის ამბულატორიულ ცენტრში სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები და სამკურნალო პროცედურები ჩატარდება. ექიმი-ოფთალმოლოგები მარნეულის მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ. ადგილზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკა. მათ შორის:მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა (ვიზიომეტრია)სათვალის შერჩევა ,თვალ შიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია) თვალის ფსკერის დათვალიერება (ოფთალმოსკოპია)მხედველობის ანომალიების დადგენა (რეფრაქტომეტრია)თვალის წინა მონაკვეთის დათვალიერება ნაპრალოვან სანათზე (ბიომიკროსკოპია),სიელმის კუთხის დადგენა,

ქირურგიული ოპერაციები:კატარაქტის ქირურგია გლაუკომის ქირურგიარქოვანას ქირურგიარქოვანას ტრანსპლანტაცია ბადურას დაავადებების მკურნალობა (ვიტრეორეტინალური ქირურგია) მხედველობის ლაზერული კორექცია (რეფრაქციული ქირურგია)ონკო-ოფთალმოლოგია ,ოკულოპლასტიკა, დიაბეტური თვალის ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა, სიელმის ქირურგია,თვალის ტრავმების მკურნალობა,თვალის მწვავე ინფექციების მკურნალობა,უცხო სხეულების მოცილება.

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ოფთალმო-ქირურგიული სერვისი 15 ივნისიდან ამოქმედდა.

სხვა სიახლეები
18
06.2020
,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს უსაფრთხო გარემო
,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს რეგიონული კლინიკები მთელი საქართველოს მასშტაბით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მუშაობს.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
01
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული სამედიცინო ცენტრები 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული სამედიცინო ცენტრები 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ .