ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულის სარეაბილიტაციო ცენტრში ათეულობით მოზარდმა მკურნალობის სრული კურსი წარმატებით გაიარა
14.12.2021

მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ათეულობით მოზარდმა  გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტები სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შედეგად იღებენ.  მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.

,,მარნეულის მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა, ჩვენს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება ცნობილი ქირურგ-ორთოპედების ჩართულობით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.  მნიშვნელოვანია, რომ ორთოპედიული მიმართულების დარბაზი ბევრ შესაძლებლობებს აჩენს მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც; მათ საშუალება აქვთ სხვადასხვა კომპლექსური სამედიცინო მომსახურება მიიღონ , როგორიცაა ტრავმული, იშემიური თუ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, რაც  ხანგრძლივ პროცესს მოიცავს“-განაცხადა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ, მანვე აღნიშნა რომ ცენტრის ამოქმედებისთანავე , მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალია ,რაც ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსით მიღებულმა შედეგებმაც  განაპირობა.   ,, ოპერაციული ჩარევის გარეშე , გახსნიდან რამდენიმე თვეში ათეულობით მოზარდმა მიიღო სხვადასხვა ტიპის სამკურნალო მომსახურება,  მათთვისაც კი წარმოუდგენელი შედეგით , ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ასაკში და დროულად  დავიწყოთ მკურნალობა  სასურველი შედეგის მისაღებად „-აღნიშნა  რეაბილიტოლოგმა მამუკა წერდიანმა, რომელიც მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსში“ მოქმედ სარეაბილიტაციო ცენტრში თბილისიდან მოწვეული სპეციალისტის რანგში იღებს პაციენტებს. პარალელურ რეჟიმში  აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მარნეულში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის თაობაზე. 

სხვა სიახლეები
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
30
12.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრმა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ათეულობით ტრენინგი გამართა
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასაწავლო ცენტრის მიერ 2021 წლის განმავლობაში ათეულობით წამყვან კლინიკაში წარმატებული ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო კურსის შედეგად მათში მონაწილე სამედიცინო პერსონალს მიენიჭათ პროგრამის შესაბამისი უპგ ქულა. კოლეგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დარგის სიახლეები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანმა სპეციალისტებმა და კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა:
24
12.2021
ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით,- ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნანა გელაშვილი
"ახლა, როდესაც თეთრ ხალათიანებს „ახალი დროების გმირები“ გვიწოდეს, ხშირად, მეფიქრება, რომ ასეთი მადლიერების ფორმა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით" - ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კოვიდექიმი ნანა გელაშვილი
03
12.2021
#კოვიდთანმებრძოლები , თეა მესხიძე - "ჯეო ჰოპიტალსის" მცხეთის სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის და პირველი ინტენსიურის, კოვიდ თერაპიული განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი
„პანდემია ნერვების ომია, უთანასწორო ბრძოლა, ჩასაფრებული მარცხით და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით, მაგრამ ამ ბრძოლაში წაგებული შერკინება გაცილებით უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა