ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულის ტრენინგი ნეონატოლოგებისთვის და პედიატრებისთვის
19.07.2021

პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2021 წლის ივლისში ქ. მარნეულში  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის და გარდაბნის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისთვის  უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.

კოლეგებს პროფესიული გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს სხვადასხვა კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა. სწავლების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლის ძირითადი პრინციპები,ძუძუთი კვება, მეტაბოლური დარღვევების სკრინინგი, ახალშობილთა რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში, ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემია, ჰიპოგლიკემია  ჰიპოთერმია  - ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, მართვა.

სასწავლო პროგრამა -  „ჯანმრთელი დროული ახალშობილისა და უხშირესი პათოლოგიების მართვა სამშობიარო სახლში“ჩატარდა „ჯეო ჰოსპიტალსის“სასწავლო ცენტრის ორგანიზებით. ტრენინგზე მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობდნენ  ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი რუსუდან უშვერიძე,  ახალშობილთა ინტენსიური მოვლის მიმართულების ხელმძღვანელი მარინე ქარუმაშვილი. პროგრამააკრედიტებულია დაყველარეგისტრირებულექიმს მიენიჭა 18 კრედიტ-ქულა.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.

აღნიშნული პროგრამები მომზადებულია მაღალი სანდოობის წყაროების მიხედვით და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.