ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულში ლაპაროსკოპიული ოპერაციები უკვე ადგილზეა ხელმისაწვდომი
08.07.2022

,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში ახალი სამედიცინო სერვისი ამოქმედდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე ხელმისაწვდომია ლაპარასკოპიული ოპერაციები, რომელსაც კლინიკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად თბილისიდან მოწვეული ქირურგები ჩაატარებენ. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკასთან და ახლო მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა სირთულეების ოპერაციების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც შეეხება  ლაპარასკოპიულ ოპერაციებს , ეს ყველაზე ხშირად მოთხოვნადი სამედიცინო სერვისია, რადგან  ნაკლები ტრავმაა , ნაკლები ტკივილია  და  ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში  დაყოვნების პერიოდიც სულ რამდენიმე დღით შემოიფარგლება “ - განაცხადა ლევან წამალაიძემ, მისივე თქმით ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და   თანამედროვე სტანდარტების დაცვით  მუშაობს რაც საშუალებას იძლევა ადგილზე გაკეთდეს მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევები. ,, ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მეტი უპირატესობა აქვთ ღია წესით ჩატარებულ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით და ამიტომ მოთხოვნაც დიდია, კლინიკა სრულად უზრუნველყოფს ამ მოთხოვნას შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიითა და წამყვანი ქირურგების მეშვეობით „-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი’-ს  ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა დავით შუბითიძემ . კლინიკის  დირექტორის  ნინო კობერიძის განმარტებით  სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის ყველა ის სამედიცინო  სერვისი მოქმედებს , რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება .  ამ ეტაპზე მრავალპროფილურ ცენტრში ხელმისაწვდომი სერვისებია: სტაციონარული მომსახურეობა/24 საათიანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება,

ინტენსიურითერაპია,კარდიოლოგია/კორონაროგრაფია/სტენდირება,თერაპია

  • ნევროლოგია
  • პედიატრია
  • ქირურგია/ლაპარასკოპიული, ქირურგია/ანგიოქირურგია
  • ონკოლოგია/ ონკო მამოლოგია
  • ორთოპედია/ტრამვატოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია (ყელყური)
  • 24 საათიანი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია
  • ციფრული რენტგენი
  • ულტრასონოგრაფია, დოპლერი
  • ენდოსკოპია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია

„ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია პაციენტებისათვის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების ადგილზე ხელმისაწვდომობაზე, მაქსიმალურად ვთავაზობთ იმ კონკრეტულ სიახლეებს რაზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა რეგიონში . გარდა ამისა ვცდილობთ სხვადასხვა აქციების ფარგლებში ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობა მივცეთ ადგილზე მიიღონ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება თუ კონსულტაცია მოწვეული მაღალკვალიფიციური ექიმებისგან“ - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კობერიძემ.

წყარო:
https://marneulifm.ge/ka/marneuli/article/61630-marneulis-jeo-hospitalsi-s-mravalprofilurma-samedicino-centrma-akhali-servisebi?fbclid=IwAR3y25eM-xqC2eFd_Z6lOYRf-p55yxm7rhxJcn69WOIhS0vlkZHqexqcc7U

სხვა სიახლეები
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
30
07.2022
ჯეო ჰოსპიტალსის განცხადება
აუნაზღაურებელია ის ტკივილი და დიდი დანაკარგი რაც ქვეყანამ განიცადა 8 პროფესიონალის, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პროფესიის ერთგული გმირების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ჯეო ჰოსპიტალსის მთელი გუნდი ქედს იხრის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული კოლეგებისა და მაშველების წინაშე, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მორიგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დავკარგეთ...
24
07.2022
გარდაბანში 200ზე მეტმა ადგილობრივმა სხვადასხვა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაიტარა
გარდაბანში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ჩართულობით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
18
07.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური უფასო აქციები დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინიციატივით , მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გასვლითი აქციები დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში შემავალ სხვადასხვა სოფლებში შეეძლებათ. პირველი უფასო აქცია სოფელ დიდი ჯიხაიშში 15 ივლისს ოფთალმოლოგ ნიკოლოზ ჩუბინიძის ჩართულობით გაიმართა.
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა