ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში გაეროსა და ადგილობრივი რელიგიური წარმომადგენლობის ლიდერები ჩაერთნენ
07.06.2021
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს პერინატალურ სამედიცინო ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფრაგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

დღესვე "ჯეო ჰოსპიტალს"-ში დაწყებული იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ მარნეულში მოღვაწე რელიგიური ლიდერები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში "ჯეო ჰოსპიტალს"-ში მოწყობილი საიმუნიზაციო კაბინეტები დაათვალიერეს და ადგილზე აკვირდებოდნენ ვაქცინაციის პროცესს, გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ცნობილი ექსპერტები. ქსელის მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინიის კამპანიაში ჩართულობისა და მიმდინარე პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია სტუმრებს, "ჯეო ჰოსპიტალ"-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა გააცნო.

პერინატალურ სამედიცინო ცენტრს სტუმრობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი და ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი.
სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.