ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მცხეთა-მთიანეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა
21.06.2021

,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელთან თანამშრომლობით ეროვნული სკრინინგის ცენტრი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს სკრინინგის უფასო აქციას.

მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ათეულობით ადგილობრივ ქალბატონს უფასო კვლევები ჩაუტარდათ.   

ძუძუს სკრინინგით   40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებმა ისარგებლეს, რიგ შემთხვევაში ბენეფიციარებს ადგილზევე ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მამოლოგის მომსახურება, ასევე  ექოსკოპიური,  ციტოლოგიური და ბიოფსიის კვლევები. პარალელურ რეჟიმში, სამედიცინო დაწესებულებაში საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევებით ისარგებლეს 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებმა.

"ჯეო-ჰოსპიტალსი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, აქტიურად არის ჩართული  კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და ამ პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიაში. ამავდროულად, კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი გავრცელების შეზღუდვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყებაა“-განაცხადა მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ბაკა თავხელიძემ.

,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს უფასო აქციებს. ქსელის მასშტაბით უფასო სკრინინგის აქცია  გაგრძელდება რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში, ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო უფასო კვლევები განხორციელდა დუშეთში, მცხეთაში, მარნეულსა და გარდაბანში.  

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.