ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მცხეთისა და ბორჯომის კლინიკებში პროფესიული ტრენინგები გაიმართა
10.05.2021
შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სასაწავლო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის და ბორჯომის სამედიცინო ცენტრების პერსონალისთვის 2021 წლის აპრილში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა - "კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა". სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS
  • გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ეკგ ინტერპრეტაცია
  • გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS/PALS
  • პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC
  • რეანიმაციული გუნდი

mtskheta_traning
mtskheta_traning
mtskheta_traning
mtskheta_traning

განათლების პროგრამის ფარგლებში, მომხსენებლის სტატუსით მოწვეული იყვნენ ქსელის წამყვანი სპეციალისტები კახა გზობავა - ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს კლინიკური დირექტორი, ხათუნა ბარბაქაძე - კარდიოლოგი; შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკური სამსახურის მენეჯერი, ნონა გოშაძე - BLS ტრენერი; შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი.ტრენინგს ესწრებოდნენ გადაუდებელი მედიცინის სერვისის ფარგლებში დასაქმებული ექიმები და ექთნები (მ. შ. გადაუდებელი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, შინაგანი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები). ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭა 24 კრედიტქულა.
პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.
შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.
სხვა სიახლეები
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
30
12.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრმა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ათეულობით ტრენინგი გამართა
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასაწავლო ცენტრის მიერ 2021 წლის განმავლობაში ათეულობით წამყვან კლინიკაში წარმატებული ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო კურსის შედეგად მათში მონაწილე სამედიცინო პერსონალს მიენიჭათ პროგრამის შესაბამისი უპგ ქულა. კოლეგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დარგის სიახლეები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანმა სპეციალისტებმა და კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა:
24
12.2021
ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით,- ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნანა გელაშვილი
"ახლა, როდესაც თეთრ ხალათიანებს „ახალი დროების გმირები“ გვიწოდეს, ხშირად, მეფიქრება, რომ ასეთი მადლიერების ფორმა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით" - ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კოვიდექიმი ნანა გელაშვილი
14
12.2021
მარნეულის სარეაბილიტაციო ცენტრში ათეულობით მოზარდმა მკურნალობის სრული კურსი წარმატებით გაიარა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ათეულობით მოზარდმა გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტები სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შედეგად იღებენ. მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა