ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკის ბაზაზე განხორციელებულ საპილოტე პროექტზე სტატიას აქვეყნებს
25.02.2021

საქართველოში ონლაინ კლინიკის მეშვეობით სამედიცინო მომსახურება 5000-ზე მეტმა კოვიდ პაციენტმა მიიღო, - აღნიშნული სტატისტიკისა და ტელე მედიცინის ეფექტურობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფორმაციას თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

სტატიაში, საუბარია კახეთის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინ კლინიკაში დანერგილ საპილოტე პროექტსა და მის ავტორზე.

ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

"ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და ადამიანების საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული გახადოს", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც სტატიაში დავით მრელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5 000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.

"ამ სისტემის გამოყენებით ექიმებს შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების სხვადასხვა ოთახში მოხვდნენ და გადაწყვეტილებები 30 წამში მიიღონ. შესაბამისად, რატომ უნდა წავიდეთ ექიმთან პერსონალურ შეხვედრაზე? იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებას საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში გააუმჯობესებს", - განუცხადა დავით მრელაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

კახეთის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელის დეა ცაბუტაშვილის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება და ყურადღება როგორც სამედიცინო ცენტრისთვის, ისე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ პროექტის გაგრძელების და კიდევ უფრო გაფართოების მოტივაციას აძლევთ.

"ონლაინ კლინიკა ჩვენთვის და ზოგადად მგონი მსოფლიოსთვის სიახლე იყო. მისი საჭიროება ინფექციამ დაგვანახა, რადგან დაინფიცირებული პაციენტების 80% უკვე ბინაზე იმართებოდა და მათთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია გართულდა. ონლაინ კლინიკის მეშვეობით კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და აუდიო და ვიდეო კონსულტაციებმა პირისპირ კომუნიკაცია წარმატებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ის, რომ ჯანდაცვიდს მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ამბავი შეიტყო, შეაფასა და მოგვიწონა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამგვარი სისტემა დაგვნერგეთ", - განაცხადა მან.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრის "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, საქართველოში დანერგილ ონლაინ კონსულტაციის სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტის წარმატების მანიშნებელია.

"ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენთან დანერგილ ონლაინ კონსულტაციის სისტემას გამოეხმაურა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ ვითარებაში, გურჯაანის კლინიკა ონლაინ რეჟიმში მოემსახურა კახეთის ყველა კოვიდ პაციენტს. თითოეულ მათგანთან გვქონდა ონლაინ კონტაქტი, დღეში კი დაახლოებით 300 პაციენტი გვემატებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენსა და დავით მრელაშვილს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგა, მან საჩუქრად გადმოგვცა კომპიუტერები, პულსოქსიმეტრები, რომელსაც დროებითი მოხმარების მიზნით ბინაზე ვაწვდიდით პაციენტს მათი მდგომარეობის და საჭიროების შესაბამისად.სწორად დაგეგმილმა პროცესმა და დროულად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო რომ პაციენტის ეფექტური მართვის შესაძლებლობა შეიქმნა", - განაცხადა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ კლინიკის ფუნქციონირება მომავალშიც გაგრძელდება და ის სრული დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს.

https://www.euro.who.int/en/health-topics/health-emergencies/coronavirus-covid-19/news/news/2021/2/empowerment-through-digital-health-virtual-rooms-of-real-patients-a-georgian-doctor-reimagines-his-countrys-health-care-system?fbclid=IwAR3my6B6BvmsNuWAsCvtQfOzxdynyp6f8vubbK41ZBfEerd1swql7x-XHUA

სხვა სიახლეები
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
09
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის იმუნიზაციის კაბინეტებში სინოფარმის ვაქცინით აცრები განახლდა
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განახლებულია. ამ ეტაპზე აცრის კაბინეტებში მსურველებს ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით აცრა შეუძლიათ. ,,ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს , რიგების დარეგულირებაში წითელი ჯვრის აქტივისტები გვეხმარებიან. ცენტრში ამ დროისთვის სამი სახის ვაქცინით ვაწარმოებთ იმუნიზაციას“- აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის „ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით აქტიურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალია კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დიდია PCR ტესტებზეც მოთხოვნა. დიასამიძის თქმით ეს სტატისტიკა იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სერვისები , სადაც ვირტუალური კაბინეტების ფარგლებში მსურველებს აცრის გაკეთების საშუალება აქვთ. მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით , კომპანია ორჯერად აცრილ მოქალაქეებს ლაბორატორიულ , ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს.
08
09.2021
სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა
საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით დღეს „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების გასაერთიანებლად.
08
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში პედაგოგები აიცრნენ
მცხეთა მთიანეთის რეგიონში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მოქმედმა პედაგოგებმა გადაწყვეტილება საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა