ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ნინა კობახიძე: ,,ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკის მკეთებელი, სწორი რეგულაციების განმსაზღვრელი, სწორი გაიდლაინების მომცემი და დანარჩენს უნდა ახორციელებდეს კერძო ინდუსტრია...“
29.04.2022

,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს და აბსურდულს უწ. ბრალდებას, კოვიდკლინიკების მხრიდან პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით. ნინა კობახიძის შეფასებით მსგავსი განცხადებები სექტორს რეპუტაციულ ზიანს აყენებს. „პირველ რიგში ჩვენ დაველოდებით კონკრეტიზაციას, სახელებით, გვარებით ინფორმაციის გაჯერებას, რადგან იმ ძალიან დიდ სეგმენტს, რომელიც 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღეს მუშაობდა ქვეყანაში კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, არ მივაყენოთ ჩრდილი ფართო მასშტაბით. როცა ასეთი განცხადებები კეთდება აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქმე, რაშიც იგულისხმება კონკრეტული კლინიკები, კონკრეტული ჯარიმები, კონკრეტული პასუხისმგებლობები. ალბათ მინისტრი მის განცხადებაში გულისხმობდა, არამხოლოდ სამედიცინო სექტორის პასუხისმგებლობას, არამედ იმ განკარგულების დამწერის პასუხისმგებლობასაც, რომლის მიმართაც ზოგიერთ შემთხვევაში იყო კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდანაც. რა თქმა უნდა, როცა გადასახადის გადამხდელის თანხას განკარგავ, თუნდაც პანდემიის მართვისას, ძალიან დეტალურად გმართებს სწორი დანახარჯების გაცემა...-აღნიშნა მედიასთან კომენტირებისას ნინა კობახიძემ, რომელმაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამედიცინო ინდუსტრიისთვიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნინა კობახიძის განმარტებით , გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ კლინიკებისთვის არ არის მარტივი პროცესი კოვიდ-კლინიკებად გადაკეთება და შემდეგ ისევ ძველ რეჯიმში დაბრუნება.,, ესე მარტივი არ არის ამ ბიზნესში ასეთი პროცესები. მითუმეტეს როცა ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება სატარიფო პოლიტიკა. წლებია უკვე ტარიფები არ შეცვლილა და წარმოიდგინეთ რა ტარიფებზე ვმუშაობთ?!მე ჩემი ხედვა მაქვს, ამ თამაშში უნდა შემოვიდნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, , რადგან სადაზღვევო სისტემას ძალიან კარგად აქვს დალაგებული სამედიცინო სისტემასთან ყველა ფასთწარმოქმნა, ანაზღაურება, მონიტორინგი.ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკის მაკეთებელი, სწორი რეგულაციების განმსაზღვრელი, სწორი გაიდლაინების მომცემი და დანარჩენს უნდა ახორციელებდეს კერძო ინდუსტრია, ეს არის ჩემი ხედვა, რაც უფრო სწორი მგონია ასეთი პატარა ქვეყნისთვის.-აღნიშნა ნინა კობახიძემ , რომლის თქმითაც ამ ეტაპზე კლინიკები აქტიურად თანამშრომლობენ სამინისტროსთან DRG-ის დანერგვაზე , თუმცა იმის მოლოდინი, რომ 2-3 თვეში ახალი ანაზღაურების სისტემაზე გადავა სექტორი ჯერ არ არსებობს. შეგახსენებთ , რომ ,კლინიკები წლებია ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილ ტარიფებს გადახედოს, რადგან როგორც ინფლაციის, ისე სახარჯი და კომუნალური ხარჯების ფასების ცვლილების თვალსაზრისით, წლების წინ დადგენილი ტარიფებით მუშაობა კლინიკებს ფინანსურად აზიანებს.DRG სამართლიანი დაფინანსების ერთ-ერთ მეთოდად ითვლება. ამ მოდელზე გადასვლას ჯანდაცვის სამინისტრო წლებია გეგმავს, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ წლის ბოლომდე სახელმწიფო კლინიკებს სწორედ ამ მეთოდის შესაბამისად დააფინანსებს.DRG-ს დანერგვას ჯანდაცვის სამინისტრო 5-6 თვის განმავლობაში გეგმავს.

 

წყარო:

https://www.youtube.com/watch?v=kUitr_lgwjM&t=115s
https://bm.ge/ka/article/quotjeo-hospitalsiquot-jandacvis-ministris-braldebebs-pasuxobs--quotvelodebit-konkretikas-saxelebit-gvarebitquot/107720/


 

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.