ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
13.05.2022

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს.

,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.

ნონა გოშაძემ კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება გაწეული ღვაწლისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. ,, არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი. მადლობ იმ უძილო ღამეებისთვის, თანაგრძნობისა და გულისხმიერებისათვის, იმ ენერგიისათვის რომელსაც ხარჯავთ ყველა სტრესულ სიტუაციაში, ეს იქნება პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლა, თუ სამედიცინო სექტორის თითქმის უწყვეტად მიმდინარე კონტროლის პირობებში თქვენი კომპეტენტურობის თითოეული გამოვლენა და მტკიცებულება. “-აღნიშნულია მიმართვაში. "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსმა ნონა გოშაძემ კოლეგებს პროფესიული ზრდა უსურვა. მისი განმარტებით არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიო მასშტაბით, პროფესიონალი ექთნების მკვეთრი დეფიციტია, პროფესია განიცდის დაბერებას, და ყველა სირთულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ და სხვადასხვა ტიპის სტიმულირებით მოხდეს ამ პროფესიის წარმომადგენელთა წახალისება.

ექთნების საერთაშორისო დღე უკვე წლებია რაც აღინიშნება კომპანიის მასშტაბით . 2022 წლის ექთნის პროფესიულ დღეს ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტმა ქსელში დასაქმებულ ათასამდე ექთანს და ექთნის ასისტენტს, პროფესიული დღე პერსონალური სამახსოვრო საჩუქრებით მიულოცა..

ტრადიციისამებრ ექთნების საერთაშორისო საბჭო ყოველ წელს თემატური გზავნილით აღნიშნავს . ექთნების საერთაშორისო საბჭოს დაწესებული სლოგანია: "ჩადეთ ინვესტიცია ექთნებში და პატივი ეცით მათ უფლებებს.." "Investing in nursing and respecting nurses’ rights": key themes for International Nurses Day 2022.

სხვა სიახლეები
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.
29
04.2022
ნინა კობახიძე: ,,ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკის მკეთებელი, სწორი რეგულაციების განმსაზღვრელი, სწორი გაიდლაინების მომცემი და დანარჩენს უნდა ახორციელებდეს კერძო ინდუსტრია...“
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს და აბსურდულს უწ. ბრალდებას, კოვიდკლინიკების მხრიდან პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით. ნინა კობახიძის შეფასებით მსგავსი განცხადებები სექტორს რეპუტაციულ ზიანს აყენებს. „პირველ რიგში ჩვენ დაველოდებით კონკრეტიზაციას, სახელებით, გვარებით ინფორმაციის გაჯერებას, რადგან იმ ძალიან დიდ სეგმენტს, რომელიც 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღეს მუშაობდა ქვეყანაში კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, არ მივაყენოთ ჩრდილი ფართო მასშტაბით. როცა ასეთი განცხადებები კეთდება აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქმე, რაშიც იგულისხმება კონკრეტული კლინიკები, კონკრეტული ჯარიმები, კონკრეტული პასუხისმგებლობები.