ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქრონიკული ვენურ-ლიმფური დაავადებების სკრინინგის მიზნით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
05.04.2022
"ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქრონიკული ვენურ-ლიმფური დაავადებების სკრინინგის მიზნით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა .
2დღის განმავლობაში პაციენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია, ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩაეტარებინათ სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება.

,,ქრონიკული ვენური დაავადება გვხვდება მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტში, სამწუხაროდ ადამიანები დროულად არ აქცევენ ყურადღებას აღნიშნულ დაავადებას, მიუხედავად მისი გამოხატული ნიშნებისა რაც უფრო ამძიმებს საერთო სურათს. ქრონიკული ვენური დაავადება, ის პრობლემაა რომელიც, აუცილებლად იჩენს თავს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. სწორედ მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი წამყვანი ანგეოლოგების უფასო კონსულტაცია კვლევები “ - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი-“ს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

უფასო აქცია ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-სა და "საქართველოს ფლებო-ლიმფოლოგიის განვითარების ფონდის" ორგანიზებით გაიმართა. პაციენტებს უფასო კონსულტაციები, კლინიკის წამყვანმა ანგიოლოგებმა ლაშა გოგონაძემ და კონსტანტინე ხელაძემ გაუწიეს.
სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.