"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ახალი მენეჯმენტი მასშტაბურ საინვესტიციო გეგმას აანონსებს
28.07.2020
როგორ შეიძლება გაიზარდოს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, როგორია კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის სტრატეგია და ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში. გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორის“ პირდაპირ ეთერში, სტუმრად ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე - ნინო კობახიძე.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.