ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ქსელის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მორიგი ტრენინგი გაიმართა
26.02.2021

შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 23-26 თებერვალს ქ. ქუთაისში შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის დასავლეთ საქართველოს სტაციონარული დაწესებულებების გადაუდებელი დახმარების ერთეულების პერსონალისათვის ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა -  "კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა".  პროგრამა ორიენტირებულია გადაუდებელი დახმარების გუნდების მომზადებაზე, რაც ექიმებთან ერთად პროგრამაში ექთნების ჩართულობას უკავშირდება.

პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აემაღლებინათ თეორიული ცოდნა და გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც გადაუდებელი დახმარების სერვისების ეფექტურობის უზრუნველყოფის საწინდარია.

შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს, სტრატეგიული განვითარების გეგმის  ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა  სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება , შესაბამისად კომპანია ხელს უწყობს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში პერსონალის ჩართულობას, რაც, ასევე, მოიცავს ქსელის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ტრენინგების ორგანიზებას.

აღნიშნული პროგრამები მომზადებულია მაღალი სანდოობის წყაროების მიხედვით და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.
სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.