ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონულ კლიკებში კოვიდ ინფიცირებულების მისაღებად დამატებითი საწოლფონდია მობილიზებული.
10.11.2020

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებისა და არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი დიდი რეგიონული ქსელია საქართველოში, COVID–19-ის მართვის პროცესში სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილურ ცენტრებში 125 დამატებითი საწოლის მობილიზებას ახდენს. აღნიშნულ კლინიკებში მობილიზებული იქნება 18 კრიტიკული/რეანიმაციული საწოლიც (მ.შ., პედიატრიული), რაც განსაკუთრებით აქტუალურია COVID–19-ის რთული შემთხვევების მართვის თვალსაზრისით.

სამტრედიისა და საგრეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები, რომლებიც სათანადოდ აღჭურვილი საწოლფონდის გარდა უზრუნველყოფილია ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით, ინფიცირებული პაციენტების მიღებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

„ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის კომპანია, არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული COVID–19-ზე რეაგირების პროცესში. უკვე მობილიზებულია 125 საწოლი, სრული მზადყოფნაა, ასევე, მედიკოსთა მხრიდან. ახალმა მენეჯმენტმა რეგიონული ჰოსპიტლები საკუთარი ჟანგბადის ქარხნებით აღჭურვა, რაც, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ. მისივე თქმით, ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პაკეტი, სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ და სამედიცინო განახლებას მოხმარდა; ჰოსპიტალური ქსელი, პანდემიის პერიოდშიც კი, სრული დატვირთვის პარალელურად ახერხებდა კლინიკებში ახალი სამედიცინო სერვისების დამატებას, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას. კლინიკების რეკონსქტრუქცია განხორციელდა ინფექციების (მ.შ., COVID–19-ის) კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით: მოეწყო სივრცეები COVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება/განთავსებისათვის, განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული/რეანიმაციული და გადაუდებელი დახმარების ერთეულები.

შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები აღჭურვილია COVID–19-ით დაავადებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით (მ.შ., კომპიუტერული ტომოგრაფია, მრავალპროფილური ლაბორატორია).საწოლფონდის მობილიზებასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკების პერსონალის გადამზადება, საგარეჯოსა და სამტრედიის მრავალპროფილურ ცენტრებში პაციენტთა მართვაში ჩართული იქნება 300-მდე მომზადებული ექიმი და ექთანი. ნინა კობახიძის განმარტებით პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას წვდომა ექნება პირველადი ჯანდაცვის ყველა საჭირო სერვისზე, რაც ეპიდსიტუაციისა და არსებული შეზღუდვების ფონზე ,,ჯეო ჰოსპიტალსის“-თვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
სხვა სიახლეები
19
11.2020
გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას უკვე ვიდეო კონსულტაციებით ანხორციელებს
დღეიდან, კლინიკაში ექიმები ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით შეძლებენ იმ პაციენტების მართვას, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან. არსებული ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკების ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ოპტიმალური მართვის, ასევე დაინფიცირების რისკების შემცირებისა და მედპერსონალის რესურსის შენარჩუნებისთვის.
17
11.2020
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს კლინიკებში მობილიზებული დამატებითი საწოლფონდის რესურსი შეივსო
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული სამედიცინო ცენტრები, სადაც კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის მართვის მიზნით დამატებითი საწოლფონდი გამოიყო, სრული დატვირთვით მუშაობს
30
10.2020
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელში, აქტიურ რეჟიმში გრძელდება პროფილაქტიკური აცრები
შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დაწესებულებებში აქტიურ რეჟიმში გრძელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული თორმეტივე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
18
10.2020
იორმუღანლოს მოსახლეობისთვის ,,ჯეო ჰოსპტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
17 ოქტომბერს , საგარაჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
19
11.2020
გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას უკვე ვიდეო კონსულტაციებით ანხორციელებს
დღეიდან, კლინიკაში ექიმები ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით შეძლებენ იმ პაციენტების მართვას, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან. არსებული ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკების ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ოპტიმალური მართვის, ასევე დაინფიცირების რისკების შემცირებისა და მედპერსონალის რესურსის შენარჩუნებისთვის.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა