ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონული სამედიცინო ცენტრები 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ
01.06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული სამედიცინო ცენტრები 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ . COVID 19-თან დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ადმინისტრაციამ ამ ფორმით მათთვის დღესასწაულის გახალისება სცადა. კლინიკაში მისულ პატარებს სპეციალური საბავშვო კუთხე დახვდათ ,რომელიც, ფერადი ფანქრებით, ბუშტებით , მათთვის საყვარელი გმირებით და სხვადასხვა სათამაშო აქსეუარებით გააფორმეს, პატარებს ადგილზე ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
დღესვე მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა. მისივე განცხადებით , "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო სამედიცინო ცენტრს მუშაობა არცერთი დღეა არ შეუჩერებია ჩაკეტილ ქალაქში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი მომართვიანობა იყო, სამშობიარომ 200 მეტი მშობიარობა მიიღო. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით , 1 ივნისს პატარების საზეიმო განწყობისთვისაც იზრუნეს და მათი კომფორტისთვის ახალი საბვშვო კუთხეც გახსნეს. კლინიკა ახლო მომავალში არაერთ საინტერესო აქციას და სერვისების შეთავაზებას გეგმავს რეგიონის მოსახლეობისთვის.აღსანიშნავია ,რომ ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთი ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება ,სწორედ "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამშობიაროში ფუნქციონირებს , რომელიც უზრუნველყოფს გართულებული მშობიარობისას ახალშობილთა ადგილზე მკურნალობას და მეთვალყურეობას.
მარნეულის მსგავსად ახალი საბავშვო კუთხე დღეს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშიც გაიხსნა.
სხვა სიახლეები
20
04.2021
იმერეთის რეგიონში "ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება.
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში
20
04.2021
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრი აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურს რეგიონის მასშტაბით
შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურს რეგიონის მასშტაბით.
16
04.2021
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ში თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა
16 აპრილს "ჯეო ჰოსპიტალს"ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა.
14
04.2021
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონისა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის პროგრამა დაიწყო
ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და დროული მართვის მიზნით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალს"ის სამედიცინო ცენტრში 1 აპრილიდან ორგანიზმში რკინის შემცველობის დონის დადგენის მიზნით კვლევები დაიწყო. პროგრამის მიზანია ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და შემთხვევების ეფექტური მართვა, ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების დროულად თავიდან აცილება.
20
04.2021
იმერეთის რეგიონში "ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება.
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა