ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სასწავლო ცენტრის ტრენინგი მარნეულში
25.05.2021
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სასწავლო ცენტრი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ტრენინგის კურს რეგიონის მასშტაბით. სასწავლო ცენტრის ორგანიზებით მარნეულის სამედიცინო ცენტრების პერსონალისთვის 2021 წლის აპრილში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა - "კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა".
ტრენინგის ფარგლებში მომხსენებლებმა კოლეგებს ამ მიმართულებით არსებული მსოფლიო გამოცდილება და სიახლეები გააცნეს. პროგრამის ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური თემები როგორიცაა:
  • სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS
  • გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ეკგ ინტერპრეტაცია
  • გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS/PALS
  • პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC
  • რეანიმაციული გუნდი

marneuli_traning
marneuli_traning
marneuli_traning
marneuli_traning
marneuli_traning
marneuli_traning

ტრენინგს გადაუდებელი მედიცინის სერვისის ფარგლებში დასაქმებული ექიმები და ექთნები (მ. შ. გადაუდებელი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, შინაგანი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები)დაესწრნენ. მომხსენებლები კი კომპანიის კლინიკური დირექტორი კახა გზობავა, კლინიკური სამსახურის მენეჯერი,კარდიოლოგი ხათუნა ბარბაქაძე და კლინიკური სამსახურის მენეჯერი, BLS ტრენერი, საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი ნონა გოშაძე იყვნენ.
შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.
სხვა სიახლეები
22
06.2021
ზურაბ ქიტოშვილი: ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს მასშტაბით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზებაში ერთვება“
ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს, პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მაქსიმალურად დროულად მობილიზების საკითხები განიხილეს.
21
06.2021
მცხეთა-მთიანეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელთან თანამშრომლობით ეროვნული სკრინინგის ცენტრი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს სკრინინგის უფასო აქციას.
16
06.2021
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს-ის" ამბულატორიაში ძუძუს უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდა
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის ბაზაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მობილურმა ჯგუფმა ადგილზე ჩამოყვანილი მამომობილით (მანქანა რომელიც აღჭურვილია კვლევისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით), ძუძუს უფასო კვლევები ჩაატარეს.
11
06.2021
რუსუდან უშვერიძე: "ერთ ოჯახში ათი ჯანმრთელი ბავშვი შევიდა ჩვენი კლინიკიდან, ეს ჩვენს სანდოობაზეც მეტყველებს..."
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ყიზილაჯლოში მცხოვრებ 35 წლის ნაილა მამედოვას 10 ივნისს, მე-10 ბავშვი შეეძინა.
22
06.2021
ზურაბ ქიტოშვილი: ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს მასშტაბით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზებაში ერთვება“
ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს, პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მაქსიმალურად დროულად მობილიზების საკითხები განიხილეს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა