ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 98 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
24.08.2021

"ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ძალისხმევით, პაციენტი რომელიც ბორჯომის ჰოსპიტალსში COVID -19  ის დიაგნოზით და ფილტვების დაზიანებით მოხვდა, 15 დღიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა."ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც კოვიდპანდემიის  მართვის პროცესშია ჩართული  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოსულ  კოვიდინფიცირებულ მოქალაქეებს მკურნალობს. ,,ასაკოვანმა ქალბატონმა წარმატებით დაძლია პანდემია და დღეს გამოჯანმრთელებულმა დატოვა ჩვენი საავადმყოფო,  ასეთივე წარმატებით დასრულდა ჩვენი მკურნალობის პროცესი კიდევ ერთ ასაკოვან ქალბატონთან, რომელიც 92 წლის ბრძანდება და უკვე საკუთარ სახლში დაბრუნდა.“-განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით, პროცესის წარმატებისთვის,  პანდემიის დამარცხებისთვის და სიკვდილიანობის შესაჩერებლად  აუცილებელია ვაქცინაცია.

"ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი კოვიდ პანდემიის მართვის პროცესში აქტიურად არის ჩართული გასული წლის ნოემბრიდან, პარალელურად ჰოსპიტალი  ჰიბრუდულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას, რაც მოსახლეობას სხვა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საშუალებას აძლევს. სამედიცინო ცენტრში მუშაობს ასევე იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც  მოსახლეობის აცრა სხვადასხვა წარმოების ვაქცინით  მიმდინარეობს.

 24 აგვისტოს მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან ჯამში 7 970 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

https://sknews.ge/ka/news/33508?fbclid=IwAR0nOCOkOSHXUdChnE1LxmKAuLZDyHfD0v4n__ENNTvIBDx3yrz6IDTBU4Q

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.