ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რუსუდან უშვერიძე: "ერთ ოჯახში ათი ჯანმრთელი ბავშვი შევიდა ჩვენი კლინიკიდან, ეს ჩვენს სანდოობაზეც მეტყველებს..."
11.06.2021
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ყიზილაჯლოში მცხოვრებ 35 წლის ნაილა მამედოვას 10 ივნისს, მე-10 ბავშვი შეეძინა. მამედოვამ ათივე ახალშობილი ამ სამშობიაროში გააჩინა. მრავალშვილიან დედას, "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ექიმებმა განსაკუთრებულად მიულოცეს მეათე შვილის დაბადება. ახალშობილს და დედას სიმბოლურ საჩუქრებთან და ბავშვის მოვლის საშუალებებთან ერთად კლინიკისგან სამედიცინო მომსახურების უფასო სერვისის ვაუჩერიც გადასცეს, რაც დედა შვილის უფასო კონსულტაციებსა და რიგ სამედიცინო მომსხურებებზე განსაკუთრებული პირობებით მომსახურებას ითვალისწინებს.

"ძალიან ბედნიერი და მადლოელი ვარ, 10-ვე შვილი აქ გავაჩინე, თავს კარგად ვგრძნობ" - აღნიშნა ნაილა მამედოვამ . "ჯეო ჰოსპიტალსის" ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელის რუსუდან უშვერიძის განცხადებით ერთ ოჯახში 10 ბავშვის დაბადება მათ კლინიკაში პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ყველა მათგანი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. "წარმოიდგინეთ რამხელა ნდობის ფაქტორია და რამდენად დიდი ბედნიერება და სიამაყეა აქ მომუშავე პერსონალისთვის ასეთი დღე. ოჯახისთვის ეს არის მეექვსე ბიჭი. ეს ღირშესანიშნავი მომენტია ჩვენთვის და კიდევ უფრო საამაყოა, რომ ერთ ოჯახში ათი ჯანმრთელი ბავშვი შევიდა ჩვენი კლინიკიდან, რაც ალბათ, ჩვენს სანდოობაზეც მეტყველებს" - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ მარენულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიაროში გასულ წელს 793 ბავშვი დაიბადა.

წყარო: marneulifm.ge
სხვა სიახლეები
28
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის რეგიონულ ქსელში პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში პფაიზერით ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჩაერთო. კლინიკებში დამატებით გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების აცრა.
26
07.2021
მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ში პფაიზერის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას პფაიზერის (Pfizer-BioNTech -პფაიზერ ბიონტექი) ვაქცინით აცრის საშუალებას აძლევს. პირველ ეტაპზე პფაიზერის ვაქცინაციისთვის სრულ მზადყოფნაშია მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 26 ივლისიდან დამატებით ახალი იმუნიზაციის კაბინეტი ამოქმედდა. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის კომპანია პფაიზერით ვაქცინაციის კაბინეტებს ეტაპობრივად სხვა რეგიონებშიც დაამატებს.
22
07.2021
ზურაბ ქიტოშვილი: ,,ჰოსპიტალური სექტორისთვის პანდემიის ფონზე, არსებული სატარიფო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“
ქვეყნის წამყვანი ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენლებმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე კოვიდ პანდემიის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის ჩართულობასა და მზაობაზე, არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სატარიფო პოლიტიკა, რომელიც წლებია არ შეცვლილა. ,,ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც დღეს ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მისი შემდგომი განვითარება არსებული სატარიფო პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში შეუძლებელი გახდება. ფინანსური ინფლაციის, გაორმაგებული საბაზრო ღირებულებებისა და გაძვირებული ელექტროენერგიის ფონზე, თუ არ გადაიხედება ტარიფები ბიზნესისთვის შიდა ინვესტირების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა შეუძლებელი გახდება“-აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, მისივე თქმით აუცილებელია მეტი კომუნიკაცია და ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნის საჭიროების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას, ამიტომ გეგმავს აქტიურად ჩაერთოს არსებული პრობლემის მოგვარების საკითხში და ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.
12
07.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ი მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში მოსახლეობას იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის ზრდის გარდა ჯავშნის გამარტივებულ სერვისსაც სთავაზობს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში „ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 23 სამედიცინო გუნდი. „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.
28
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის რეგიონულ ქსელში პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში პფაიზერით ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჩაერთო. კლინიკებში დამატებით გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების აცრა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა