ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით კლინიკური კონფერენცია გაიმართა
23.07.2021

22ივლისს, ნატახტარში ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის კლინიკებში დასაქმებული ექიმებისთვის კლინიკური კონფერენცია - „გულსისხლძარღვთა დაავადებების გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, თანამედროვე მიდგომები“გაიმართა.

„ჯეო ჰოსპიტალსი“  უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ღონისძიებებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა  ჩატარებული კლინიკური კონფერენცია, რომელიც უსაფრთხოებისა და საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში რამოდენიმე ათეული ექიმი გადამზადდა. თითოეულ მონაწილეს მიენიჭა 6 უსგ კრედიტ-ქულა.  ექიმებისათვის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის გაზიარების მიზნით, კოლეგებს გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს დარგის წამყვანმა პროფესიონალებმა . კონფერენციის მიმდინარეობისას სხვადასხვა თემებით წარდგნენ;

შალვა პეტრიაშვილი - კარდიოლოგი, პროფესორი. საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის თერაპიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი(შარდმდენების გამოყენება გულის უკმარისობის მკურნალობაში)

წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდები

ევგენი ლაბარტყავა - გულსისხლძარღვთა ქირურგი (ინტერვენციული კარდიოლოგია), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

წინაგულათა ფიბრილაცია: ვერაგი დაავადების ანტიკოაგულაციური თერაპიის  პრინციპები

გიორგი ჩხოლარია - კარდიოლოგი, არითმოლოგი, გულის ინტერვენციული ელექტროფიზიოლოგი, საქართველოსა და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის წევრი

Abbot - ექსპერტი გულ-სისხლძაღვთა დაავადებების მკურნალობაშინანა კახაძე

მწვავე ინსულტის მართვა

თემურ მარღანია - ნევროლოგი. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ნევროლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ნევროლოგთა ასოციაციის ნეირორეაბილიტაციის სამეცნიერო პანელის წევრი. შპს "ნიუ ჰოსპიტალს"-ის ნევროლოგიის და ნეირორეაბილიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი

თრომბექტომიის მნიშვნელობა თანამედროვე მედიცინაში

ცოტნე ჩხიკვიშვილი - ნეიროქირურგი. საქართველოს ახალგაზრდა ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის (EANS) ინდივიდუალური წევრი

სისხლძარღვთა პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები ეკა ჩაფიძე - სისლხლძარღვთა ქირურგი, ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკის ქართულ-გერმანული პროექტის ვენური პათოლოგიებისა და დიალიზური მიდგომის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი.

 

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.