ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია დაფუძნდა
21.06.2016

საქართველოში შეიქმნა ჯანდაცვის ასოციაცია, რომელშიც ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 75 კერძო კლინიკაა გაერთიანებული, მათ შორის არის შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ი. ჯეო ჰოსპიტალსმა მიიღო მონაწილეობა ასოციაციის დაფუძნებაში, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსთან’’, შპს ,,ნიუ ჰოსპიტალს’’-თან და შპს ,,ავერს’’-სთან ერთად. ასოციაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში განსახორციელებელი რეფორმების ეფექტურ მიმდინარეობას. ჯანდაცვის ასოციაციის დაფუძნების მიზანია გაიზარდოს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესებსა და რეფორმებში.

21 ივნისს გაიმართა ასოციაციის წარდგენის ოფიციალური პრეზენტაცია.

სხვა სიახლეები
26
12.2018
მარნეული TV - "ჯეო ჰოსპიტალსი"
მარნეულის ტელევიზიის რეპორტაჟი "ჯეო ჰოსპიტალს"- ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის შესახებ
17
12.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.