ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გასვლითი აქცია სოფელ ბაზალეთში
11.04.2019
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი" აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 26 მარტს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა,რეგიონის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია ს.ბაზალეთში ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ქირურგის,თერაპევტის, ეხოსკოპისტის და ლაბორანტის შემადგენლობით. მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ,რომ დუშეთის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქციის შედეგად ს.ბაზალეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება.პაციენტთა უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა1 პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა .ასევე რიგ პაციენტებს დაენიშნათ დამატებითი კვლევები. 24პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში.ექოსკოპიურად გამოვლინდა 10 შემთხვევა,სადაც დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.

ს.ბაზალეთის მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.
სხვა სიახლეები
19
04.2019
აქციები შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონებში არსებულ კლინიკებში!!
"ჯეო ჰოსპიტალს“-ის მიერ ხონის, ვანის, ზესტაფონის და სამტრედიის ამულატორიულ ცენტრებში და "ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს აქციები მაისის თვის ჩათვლით
11
04.2019
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის კლინიკა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის ექიმ- კარდიოლოგის თინათინ დათუნაშვილის მიერ დიაგნოსტირებული იქნა მარცხენა პარკუჭის ანევრიზმის კედლის განშრევება-რუპტურა. გურჯაანის ,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის კარდიოლოგიური სამსახურის დროული და მიზანმიმართული მოქმედებით პაციენტი გადაყვანილი იქნა ქ. თბილისში სადაც ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ჩარევა. ოპერაცია დასრულდა წარმატებით.
19
04.2019
აქციები შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონებში არსებულ კლინიკებში!!
"ჯეო ჰოსპიტალს“-ის მიერ ხონის, ვანის, ზესტაფონის და სამტრედიის ამულატორიულ ცენტრებში და "ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს აქციები მაისის თვის ჩათვლით
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა