ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს''-ის ქსელს ახალი, ,,ვანის სამედიცინო ცენტრი'' შეემატა.
03.06.2016
2016 წლის 2 ივნისს, ვანის საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასრულდა. სამედიცინო ცენტრში როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას პაციენტები უკვე ერთი თვეა იღებენ, ოფიციალური გახსნა კი 2 ივნისს, 14:00 საათზე შედგა. „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, ვანის საავადმყოფოში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა საწოლფონდი და კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით. 

11 საწოლზე გათვლილი სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:
  • გადაუდებელი ამბულატორიული თერაპია
  • გადაუდებელი ამბულატორიული პედიატრია
  • გადაუდებელი ამბულატორიული ქირურგია
  • გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული თერაპია (ზოგადი თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია)
  • გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული პედიატრია
  • გინეკოლოგიური მიმართულება
  • ოტორინოლარინგოლოგიური მიმართულება
  • ოფთალმოლოგიური მიმართულება
  • უროლოგიური მიმართულება

დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში დასაქმებულია 53 ადამიანი.

სხვა სიახლეები
29
06.2018
საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში
2018 წლის 23-24 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო "იოტა"-ში ჩატარდა საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილებო მიიღო შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ექიმების გუნდმა. გუნდის კაპიტაკი გახლდათ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი თამაზ აბესაძე.
08
06.2018
სასიამოვნო სიახლე ,,ჯეო ბარათი“
2018 წლის 1 ივნისიდან შპს ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ ყველა მოქალაქეს ,ვისაც სურს მომსახურეობის მიღება ჩვენს კლინიკებში, სთავაზობს ერთწლიან ბარათს -,,ჯეო ბარათი“ ,რომელიც ითვალისწინებს - 25%-იან ფასდაკლებას კლინიკაში არსებულ ყველა სერვისზე-როგორც ამბულატორიულ, ასევე გეგმიურ და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაზე.