ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს საქველმოქმედო აქცია სოფელ გომში
29.08.2018
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ გომში გამართა. აქციაში მონაწილეობდნენ კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, უროლოგი, პედიატრი, ტრავმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ექიმ-სპეციალისტების გარდა, აქციაში ჩართული იყო ეკგ-ს და ულტრასონოგრაფიის კაბინეტებიც, რამაც ხელი შეუწყო ადგილზე პათოლოგიების ზუსტ დიაგნოსტიკას.
აქციაზე მოსული 150-მდე პაციენტიდან თითქმის უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა 10-მდე პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები, რომელთაც დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ.
აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება უფრო ფართო მასშტაბებით. გამოკვეთილი საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მომდევნო აქციები უფრო მასშტაბური იქნება, დაემატება ვიწრო სპეციალისტები ქუთაისის და ,,ჯეო ჰოსპიტალს’-ის სხვა კლინიკებიდან. აქციების ჩატარების დრო და ადგილი დაიგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით.

,, ჯეო ჰოსპიტალს”-ი მოსახლეობას უსურვებს ჯანმრთელობას.
სხვა სიახლეები
18
10.2020
იორმუღანლოს მოსახლეობისთვის ,,ჯეო ჰოსპტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
17 ოქტომბერს , საგარაჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
08
10.2020
,, ჯეო ჰოსპიტალსი“ ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ პარტნიორი
,, ჯეო ჰოსპიტალსის „ რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიაში “ვარდისფერი ოქტომბერი”, რომლის ფარგლებშიც ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგს ახორციელებს
06
10.2020
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონულ ქსელში უფასო დისტანციური კონსულტაციები ხორციელდება
კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის ფონზე, ინფიცირების რისკების პრევენციის მიზნით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული ქსელის ამბულატორიულ დაწესებულებებში უფასო დისტანციური სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია, რაც ოჯახის ექიმისა და ექიმი-სპეციალისტების უფასო სამედიცინო კონსულტაციებს მოიცავს.
01
10.2020
უფასო სკრინინგის აქცია ჭიათურაში
1 ოქტომბერს -,,ჯეო ჰოსპიტალსის“ და სკრინინგის ეროვნული ცენტრის ერთობლივი აქციის ფარგლებში მოსახლეობისთვის ძუძუს უფასო სკრინინგი ჩატარდა.
18
10.2020
იორმუღანლოს მოსახლეობისთვის ,,ჯეო ჰოსპტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
17 ოქტომბერს , საგარაჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა