ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს უფასო აქცია დუშეთში
26.09.2018

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 7 სექტემბერს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. ქვეშეთის ამბულატორიაში მლეთის და ქვეშეთის მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ქირურგის, ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტის და ლაბორანტის შემადგენლობით. დუშეთის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს.
აქციის შედეგად მლეთის და ქვეშეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 43 ადამიანის გასინჯვა. ჩატარდა 64 კვლევა და 77 კონსულტაცია. 3 პაციენტს კარდიოლოგის მიერ დაენიშნა დამატებითი კვლევების საჭიროება და, 13 პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ზოგადი ქირურგის და ენდოკრინოლოგის მიერ გამოვლენილი იქნა 5 პაციენტი, რომელთაც დაენიშნათ ოპერაციული მკურნალობა. 2 პაციენტთან ექოსკოპიურად და კლინიკური გამოვლინებით პირველადად დადასტურდა ფარისებრი ჯირკვლის მრავლობითი კვანძი და დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.
ქვეშეთის და მლეთის მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.

 
სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.