ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
17.12.2018
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.

ერთდღიანი აქციის ფარგლებში სამედიცინო კვლევებით ისარგებლა 81-მა პაციენტმა. ჩატარდა 65 კვლევა და 126 კონსულტაცია.დაინიშნა 63 დამატებითი კვლევა/კონსულტაცია გეგმიურ ამბულატორიაში.გამოვლინდა 23 პაციენტი რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას/ჩარევას.

კაჭრეთის, ჯიმითის, მახარაძეს და არაშენდას მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.
სხვა სიახლეები
26
12.2018
მარნეული TV - "ჯეო ჰოსპიტალსი"
მარნეულის ტელევიზიის რეპორტაჟი "ჯეო ჰოსპიტალს"- ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის შესახებ
27
11.2018
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ ძალისში
პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 20 ნოემბერს მცხეთის კლინიკის ექიმებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს სოფელ ძალისში.