ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის საქველმოქმედო აქცია სოფელ გომში
29.08.2018
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ გომში გამართა. აქციაში მონაწილეობდნენ კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, უროლოგი, პედიატრი, ტრავმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ექიმ-სპეციალისტების გარდა, აქციაში ჩართული იყო ეკგ-ს და ულტრასონოგრაფიის კაბინეტებიც, რამაც ხელი შეუწყო ადგილზე პათოლოგიების ზუსტ დიაგნოსტიკას.
აქციაზე მოსული 150-მდე პაციენტიდან თითქმის უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა 10-მდე პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები, რომელთაც დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ.
აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება უფრო ფართო მასშტაბებით. გამოკვეთილი საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მომდევნო აქციები უფრო მასშტაბური იქნება, დაემატება ვიწრო სპეციალისტები ქუთაისის და ,,ჯეო ჰოსპიტალს’-ის სხვა კლინიკებიდან. აქციების ჩატარების დრო და ადგილი დაიგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით.

,, ჯეო ჰოსპიტალს”-ი მოსახლეობას უსურვებს ჯანმრთელობას.
სხვა სიახლეები
14
11.2018
უფასო აქცია დაბა წაღვერში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კარდიოლოგის, ქირურგის და ნევროლოგის შემადგენლობით.
13
11.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის საქველმოქმედო აქცია სოფელ ბაშში
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ ბაშში გამართა.