ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის უფასო აქცია გურჯაანში
08.08.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს.
24 ივლისს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. ვაზისუბნის ამბულატორიაში - ვაზისუნბის, მუკუზანის, შაშიანის და კალაურის მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით.
სპეციალისტების მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ გურჯაანის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს.
აქციის შედეგად ვაზისუნბის, მუკუზანის, შაშიანის და კალაურის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 150 ადამიანის გასინჯვა. ჩატარდა 90 კვლევა და 130 კონსულტაცია. 6 პაციენტს კარდიოლოგის მიერ დაენიშნა დამატებითი კვლევების საჭიროება და კორონაროგრაფია, 10 პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ზოგადი ქირურგის, ოფთალმოლოგის, უროლოგის, ონკოლოგის, მეან-გინეკოლოგის მიერ გამოვლენილი იქნა 12 პაციენტი, რომელთაც დაენიშნათ ოპერაციული მკურნალობა. 14 პაციენტთან ექოსკოპიურად და კლინიკური გამოვლინებით პირველადად დადასტურდა ფარისებრი ჯირკვლის მრავლობითი კვანძი და დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.
ვაზისუნბის, მუკუზანის, შაშიანის და კალაურის მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.
სხვა სიახლეები
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
01
06.2020
საგარეჯოს და მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული სამედიცინო ცენტრები 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ .
01
06.2020
1 ივნისიდან "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საგარეჯოს და მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია იზრუნოს საკუთარ ბენეფიციარებზე
1 ივნისიდან "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი პაციენტების მიღებას სრული სერვისით და უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.
01
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ი 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ
დღეიდან პატარებს მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრსა და სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში გახსნილ საბვშვო კუთხეში კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა