სოფელ ვაჩნაძიანში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა
04.08.2020
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის მედიკოსთა ჯგუფი გასვლითი აქციის ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანს ეწვია, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ვაჩნაძიანის მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ქონდათ ესარგებლათ უფასო სამედიცინო მომსახურებით.
,,ჯეო ჰოსპიტალსის” წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის კარდიოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოტორინოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, ალერგოლოგი და გინეკოლოგი ადგილზე, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ჩავიდნენ. მსგავსი აქციები ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს რეგიონული კლინიკების მობილური ჯგუფების მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.